"ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა
.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს და უკრაინას შეთანხმების შანსი აქვთ.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, რვა ომი დაასრულა და ფიქრობდა, რომ ყველა მათგანი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე უკრაინის ომის დასრულება.
„ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ და ეს ამ საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვუახლოვდებით გადაწყვეტას. ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად, ჯარისკაცები დაიღუპნენ ამ ომში. გასულ თვეში მათ დაკარგეს 29 ათასი ჯარისკაცი. იმის წინა თვეში კი – 27 ათასი. ვფიქრობ, კარგი შანსი გვაქვს ამის გადაწყვეტის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
