კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა
თავდამსხმელი, რომელმაც დედის და ძმის მკვლელობის შემდეგ, ცეცხლი გახსნა კანადის ქალაქ ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლის ბიბლიოთეკაში და ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 18 წლის ტრანსგენდერი, ჯესი ვან რუტსელაარი აღმოჩნდა.
გამოცემა Dailymail კანადის ისტორიაში სკოლაში განხორციელებული მეორე ყველაზე სისხლიანი სროლის ავტორის ფოტოს აქვეყნებს, სადაც მას ხელში ავტომატი უჭირავს.
რუსტელაარის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა მასწავლებელი, ასევე, 13-დან 17 წლამდე ასაკის სამი გოგონა და ორი ბიჭი.
მსროლელმა სკოლაში თავი მოიკლა. მანამდე კი, CTV News-ის ცნობით, მან დედა – ჯენიფერი, და ძმა – ემეტი, მათსავე სახლში მოკლა.
კანადის პოლიციის განმარტებით, რუსტელაარმა საკუთარი თავის ქალად იდენტიფიცირება ექვსი წლის წინ, 12 წლის ასაკში დაიწყო და წლების განმავლობაში, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მის სახლში არაერთი გამოძახება დაფიქსირდა.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
