ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე განაცხადა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ირანის ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლების ლიკვიდირება დიდი პატივია.

ქვეყნის ლიდერის თქმით, ამერიკული არმია ამჟამად „სრულიად ანადგურებს ირანის ტერორისტულ რეჟიმს“ და შეცდომაა ვიფიქროთ, რომ შეერთებული შტატები არ იმარჯვებს.

მისივე თქმით, ირანის სამხედრო აქტივები მნიშვნელოვნად ზიანდება.

,,ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა თვალსაზრისით. ირანის საზღვაო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო ძალები აღარ არსებობს, რაკეტები, დრონები და ყველაფერი დანარჩენი განადგურებულია. ისინი 47 წელია მთელ მსოფლიოში უდანაშაულო ადამიანებს კლავენ და ახლა მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, მათ ვკლავ. რა დიდი პატივია ამის გაკეთება”,- განაცხადა ტრამპმა.

წაკითხვა 67 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.