გერმანიაში 19 წლის უკრაინელი გოგო მოკლეს – მკვლელი არასრულწლოვანი სირიელი მიგრანტია
გერმანიის ქალაქ მანჰაიმის მახლობლად, ტყეში, 19 წლის უკრაინელი გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, სამართალდამცველებმა ცხედარი რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.
პოლიციის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულია 17 წლის მოზარდი, სირიელი მიგრანტი. გამოძიების ცნობით, ახალგაზრდებს 1 წლის განმავლობაში რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდათ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
დაღუპულის დედის განცხადებით, მისი შვილი ურთიერთობის დასრულებას გეგმავდა, რადგან ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო პერიოდში მას აგრესიულად ექცეოდა. მისივე თქმით, გოგო დახმარებისთვის სამართალდამცავებისთვის მიმართვასაც აპირებდა.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
