2019 წელს სტიქიური კატასტროფებებით გამოწვეულმა ზარალმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული სტიქიური კატასტროფებებით გამოწვეულმა ზარალმა მხოლოდ 2019 წელს 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ინფორმაციას The Guardians ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს 15 გლობალური კატასტროფა მოხდა, რომლებიც პირდაპირ კლიმატის ცვლილებასთან და გლობალურ დათბობასთანაა დაკავშირებული.
ამასთანავე, არგენტინასა და ურუგვაიში მომხდარი წყალდიდობის, ინდოეთისა და ბანგლადეშის ქარიშხლებისა და აფრიკული ქვეყნების ტროპიკული ციკლონის შედეგად საცხოვრებელი სახლი ათიათასობით ადამიანმა დაკარგა.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ხანძრების რიცხვიც. ისინი 3 მთავარ სტიქიურ უბედურებას- კალიფორნიის, ამაზონისა და ავსტრალიის ხანძრებს გამოყოფენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მომავალში სტიქიური უბედურებების რიცხვი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რასაც გლობალური დათბობბა და მსოფლიო ოკეანეში წყლის ზრდა დაემატება.
ისინი ლიდერებს მოუწოდებენ მიიღონ გადამჭრელი ზომები და წინ აღუდგნენ კლიმატის ცვლილებას.
სიახლეები
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
- ,,ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით"- კახა კალაძე
- დიდი ბრიტანეთი მომავალ თაობებს თამბაქოს ყიდვას უკრძალავს – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
- ბათუმში, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
