ჩერნობილის კატასტროფიდან 33 წლის შემდეგ, პრიპიატში პირველი ნაძვის ხე დადგეს - "1985-ში ნაძვის ხე წაიქცა... ადგილობრივებმა, ეს უბედურების ნიშნად მიიღეს"

ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, 33 წლის შემ­დეგ, და­ცა­რი­ე­ლე­ბულ პრი­პი­ატ­ში, კულ­ტუ­რის სა­სახ­ლეს­თან სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე დად­გეს.

 

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თვის, ქა­ლაქ­ში ყო­ფი­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და მო­ედ­ნის ცენ­ტრში აღ­მარ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე სა­ა­ხალ­წლო სა­თა­მა­შო­ე­ბით, ასე­ვე პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი, სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბით მორ­თეს.

 

 

უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რუს­ლან სმე­შუ­კი, რო­მე­ლიც ნაძ­ვის ხის მორ­თვას ეს­წრე­ბო­და, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ნა­თხრობს ყვე­ბა:

 

 

 

 

"ეს პირ­ვე­ლი სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეა პრი­პი­ა­ტის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე 1986 წლის შემ­დეგ. აქ­სე­ა­უ­ა­რე­ბად, წინა ცხოვ­რე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი კი­დია ნაძ­ვის ხეს - ატო­მუ­რი სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი... ნაძ­ვის ხე მორ­თეს მათ, ვინც პრი­პი­ატ­ში ავა­რი­ამ­დე ცხოვ­რობ­და. ბევ­რი დღეს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ...

 

 

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მი­ამ­ბეს - 1985 წელს, ამ მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხე წა­იქ­ცა. მა­შინ­ვე თქვეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა, რომ ეს უბე­დუ­რე­ბის ნი­შა­ნი იყო... გა­ზა­ფხულ­ზე ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და პრი­პი­ატ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

 

 

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ჩერ­ნო­ბი­ლის კა­ტას­ტრო­ფას გა­და­ურჩნენ, აფეთ­ქე­ბი­სას იქ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და სა­სიკ­ვდი­ლო დო­ზაც არ მი­უ­ღი­ათ, უმ­ძი­მეს დღე­ებს ხში­რად იგო­ნებ­დნენ...

 

 

"ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვერ ვნა­ხე კად­რე­ბი, სა­დაც ჩვე­ნე­ბი ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ... არ მჯე­რა, რომ იქ ოდეს­მე სო­ცო­ცხლე სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­სდგე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე მე­სიზ­მრე­ბა იქა­უ­რო­ბა, ის ქუ­ჩე­ბი, ეზო­ე­ბი... ახლა ყვე­ლა­ფე­რი გან­მი­ახ­ლდა. მე­ში­ნია, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­საც და­ვა­ზი­ა­ნებ, თო­რემ ხში­რად მი­ფიქ­რია ჩუ­მად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუნ­დაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მე­ნა­ხა იქა­უ­რო­ბა..." - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნა ტა­რაშ­კი­ნა.

 

 

"12 წლის ვი­ყა­ვი იქა­უ­რო­ბა რომ დავ­ტო­ვეთ... მამა ლიკ­ვი­და­ტო­რად მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის მერე გა­და­ის­რო­ლეს ელექტრო­სად­გურ­თან ახ­ლოს... დღემ­დე ვფიქ­რობ ძაღლზე, რო­მე­ლიც იქ დავ­ტო­ვეთ. შემ­დეგ მოგ­ვი­ტა­ნეს ამ­ბა­ვი, რომ მას ეზო არ და­უ­ტო­ვე­ბია. მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ ვი­ფიქ­რე ძაღ­ლის აყ­ვა­ნა­ზე, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. შვი­ლებს ვერც ვუხ­სნი, რა­ტომ არ შეგ­ვიძ­ლია ძაღ­ლის ყოლა...

 

ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა! მად­ლო­ბა მათ, ვინც იქ ჩა­ვი­და და თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით, ცა­რი­ელ ქა­ლაქს სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა..." - ამ­ბობს პრი­პი­ა­ტე­ლი ვა­ლო­დია კლი­ჩკო.

 

 

აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბია პრი­პი­ა­ტის მი­მართ უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი, სხვა­დას­ხვა გზით, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რად, დღემ­დე ცდი­ლო­ბენ ქა­ლაქ­ში შეღ­წე­ვას, რად­გან ჩერ­ნო­ბილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი, ფოტო თუ ვი­დე­ო­მა­სა­ლა მუდ­მი­ვად მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლია.

 

 

რა­დი­ა­ცი­ის დონე ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის შე­მო­გა­რენ­ში ისევ მა­ღა­ლი და სა­ხი­ფა­თოა, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ცო­ცხლე თან­და­თან მა­ინც ბრუნ­დე­ბა. მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულს, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ჩერ­ნო­ბილ­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის და მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის "მწვა­ნე დე­რეფ­ნის" შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა.

 

 

"აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩერ­ნო­ბი­ლის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის, ეკო­ლო­გე­ბის­თვის, ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის და ტუ­რის­ტე­ბის­თვის ჩვე­ნე­ბა... ეს და­ხუ­რუ­ლი ზონა დღემ­დე კო­რუფ­ცი­ის სიმ­ბო­ლოა - ძა­ლოვ­ნე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­გან ქრთამს იღე­ბენ, ჯარ­თი არა­ლე­გა­ლუ­რად გა­აქვთ და ბუ­ნებ­რივ რე­სურ­სებს იყე­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა დას­რულ­დეს" - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

 

 

1986 წლის 26 აპ­რილს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, თით­ქმის 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი და ფეხ­მძი­მე ქა­ლე­ბი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბა­ში მოჰ­ყვნენ. რა­დი­ა­ცი­უ­ლი დას­ხი­ვე­ბის უმ­ძი­მეს დო­ზას, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცია და საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბის არა­გო­ნივ­რუ­ლი ქმდე­ბე­ბი და­ე­მა­ტა, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი უდი­დე­სი იყო. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მით აი­სა­ხა ბუ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე...

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 724 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.