ავღანეთში „თალიბანის“ 51 მებრძოლი მოკლეს
ავღანეთის სამთავრობო ძალებმა „თალიბების“ წინააღმდეგ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმები განახორციელეს, რასაც ბოლო 24 საათის განმავლობაში დაჯგუფება „თალიბანის“ 51 მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა კვირას 13 სახმელეთო და 12 ავიაიერიში განახორციელეს, რის შედეგადაც მოკლულია 51, დაჭრილია 13 და დაპატიმრებულია 6 „ტერორისტი“. პროვინცია ბალხის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ავიაიერიშების შედეგად, დაღუპულია სამი ქალი და ოთხი ბავშვი, რასაც გუბერნატორის ოფისთან საპროტესტო აქცია მოჰყვა. ავღანეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად პროვინციაში საგამოძიებო კომისიას გააგზავნის.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „თალიბანი“. მათი მტკიცებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ავღანურ სამთავრობო ძალებზე ორი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ქუნდუზისა და ბალხის პროვინციებში სამთავრობო ძალების 18 წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაიჭრა.
სიახლეები
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
- ,,ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით"- კახა კალაძე
- დიდი ბრიტანეთი მომავალ თაობებს თამბაქოს ყიდვას უკრძალავს – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
- ბათუმში, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
