ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, ჯანდაცვის ორგანიზაციის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საერთაშორისო საგანგებო რეჟიმს განმარტავს როგორც გამორჩეულ შემთხვევას, რომლის დროსაც "დაავადების გლობალური გავრცელება სხვა ქვეყნებისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს" და, შესაძლოა, საჭიროებდეს "კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებას".
საერთაშორისო საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს, ტედროს გებრეისუსს ვირუსის გავრცელების შესაზღუდად ქვეყნებისთვის რეკომენდაციების გაცემის უფლება ეძლევა. ეს მოწოდებები, შესაძლოა, მოიცავდეს რჩევებს, მაგალითად, სასაზღვრო კონტროლის შესახებ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს კი 2005 წელს ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების დოკუმენტის მიხედვით მიღებული რჩევების გათვალისწინება ევალებათ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია. ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი გავრცელდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა, აზია და შუა აღმოსავლეთი. ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები კი ყველაზე მეტად გერმანიაში დაფიქსირდა.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
