"აშშ-მა უნდა შეაჩეროს საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი" -bloomberg
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იდეალურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დასჭირდებოდა რამდენიმე წუთი, რათა გამოეხატა მძიმე შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო, რომელიც ადრე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა დასავლეთისთვის, ამჟამად მიექანება ავტორიტარიზმისკენ.
სტატიაში ნახსენებია, რომ ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. პუბლიკაციის ავტორი იხსენებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების კონგრესმენებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც სადაც კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ამ ფაქტს კი დემოკრატიის უკუსვლად აფასებდნენ. კონგრესმა აგრეთვე საპროტესტო ნოტაში აღნიშნა ის მოვლენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა მოსახლეობისთვის დაპირებული საარჩევნო რეფორმა- პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
„ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი პირდაპირ გააჟღერებენ თავიან შეშფოთებას ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებით,“ - წერია ბლუმბერგის სტატიაში.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
