ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება

“ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - “აღმოსავლეთის ფარი”, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ევროპაში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების “ევროპის დამცველი 2020”-ის დაწყებას. გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში წვრთნებში მონაწილე ამერიკული სამხედრო კონტიგენტის პირველი უკვე ჩავიდა, მძიმე ტექნიკითა და შესაბამისი აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკა თავდაპირველად გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პორტებში გადმოიტვირთება, საიდანაც გადანაწილდებიან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სარკინიგზო ან საავტომობილი გზების გამოყენების საშუალებით. სწავლება დაიწყება აპრილში და მაისის თვეში უკვე 10 სახელმწიფოს მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება.

 

 

“ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებაა, რომელშიც 18 ქვეყნის და მათ სორის საქართველოს შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობს. გეგმის თანახმად, ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედროს ტრანსპორტირება იგეგმება. წვრთნების მონაწილეთა საერთო რაოდენობა კი 36 000-ს შეადგენს. წვრთნების სცენარით, დაგეგმილა ნატო-ს ძალების მობილობის შემოწმება ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩარების შემთხვევისთვის. უფრო კონკრეტულად კი მოხდება მასშტაბური შეიარაღებული დანაყოფების გადასროლა პოტენციურ ცხელ წერტილებში, მათ სორის საქართველოს ტერიტორიაზეც. თუ არ ვცდები, აღნიშნული წვრთნები სამი ფაზის მიხედვით ტარდება, რომელიც ნატო-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - “აღმოსავლეთის ფარი”, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს. ანუ მათ ამით აჩვენეს, რომ ისინი მანევრირებადი და მობილური ომის პრინციპებზე აპირებდნენ ნატოს ძალებთან დაპირისპირებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

 

“საჯარისო დანაყოფების გადასროლის პრინციპი, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რუსებს შორეული აღმოსავლეთიდან 10 და 20-ათასიანი სამხედრო ნაწილების გადასროლა შეუძლიათ, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც, მაშინ ნატო-ელებსაც აქვს საშუალება, რომ ამერიკულ-კანადური სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეების თავდაცვისათვის გადმოისროლონ. საჯარისო დანაყოფების გადასროლა სამხედრო-სატრანსპორტო, სამხედრო-სტრატეგიული საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით განხორციელდება. “ევროპის დამცველი 2020” საქართველოშიც ჩატარდება. პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობასთან ერთად დაადასტურა, რომ ნატო-ს ოპერატიული სარდლობის ეგიდით მოქმედ სამხედრო საზღვაო ძალებს აძლევს იმის უფლებას, რომ საქართველოში თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვიდნენ. ამიტომ, ამის საპასუხოდ, რუსეთი შავ ზღვაშიც დააპირებს წვრთნებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

 

 

“რუსეთი მომავალში ჩაატარებს წვრთნებს “კავკასია 2020”, “აღმოსავლეთის ფარი 2020” და ბელორუსში “გაერთიანებული სოლიდარობა 2020”, სადაც მონაწილეობას ჩინეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები მიიღებენ და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ნატო-ს ამ წვრთნების საპასუხოა. როგორც ჩანს, რუსეთი ამ წვრთნების პერიოდში ახალი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გამოცდის, რაც პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული და არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა პირველად რუსულ-აფხაზური კოალიციური ძალები აამოქმედოს და ამ წვრთნების შემადგენლობაში ეს ფორმირებები შეიყვანოს. რუსულ-აფხაზური კოალიციური ძალები უკვე შექმნილია, ანუ მათი სასტარტო ერთეულებით უზრუნვლყოფა უკვე დასრულებულია, მათი პოტენციალი უკვე შემდგარია და როგორც ჩანს, 2020 წლის ზაფხულში ჩვენ ამ კოალიციური ძალების წვრთნებსაც უნდა ველოდოთ”, - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 688 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.