"ტრამპო, მოხსენი წყეული სანქციები, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ" - ირანის ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა
ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მუჰამედ მირმოჰამადი 71 წლის იყო.
ექსპერტების ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ირანში 5.5.%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ მონაცემებს. ამასთან, როგორც ცნობილია ქვეყნიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო დიდმა ბრიტანეთმა. გავრცელებული ცნობებით, ირანიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ.
ამასთან, ირანი ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე აშშ-ს სთხოვს, სანქციები მოუხსნას. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ხესამედინ აშენამ დონალდ ტრამპს "ტვიტერის“ პირადი გვერდიდან მიმართა.
ცნობისთვის, ოფიციალური ცნობებით, ირანში კორონავირუსით 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა.
არაოფიციალური ცნობებით კი, ვითარება ქვეყანაში საგანგაშოა და დაღუპულთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს მკვეთრად აღემატება. BBC გასულ შაბათს წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანში ვირუსმა 210 ადამიანი იმსხვერპლა.
სიახლეები
- “ის, ვინც ახლა მოუწოდებს გაჩერებისკენ, აკეთებს ივანიშვილის საქმეს, ეჭვი მაქვს, რომ არა უანგაროდ - ახლა გაჩერება, როცა გამარჯვება ასე ახლოა, დაუშვებელია” - მიხეილ სააკაშვილი
- “სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელები გეგმა; არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს?” – პაპუაშვილი
- “დღეს ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვხვდებით, როგორ ვშორდებით ღმერთს; ურთიერთსიძულვილით, გაბოროტებით, ღვარძლით, ვერცერთ ეროვნულ ამოცანას ვერ გადავწყვეტთ” – მეუფე შიო
- “იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე” - პრემიერი 4 ოქტომბრის მოვლენებზე
- “უცხოეთიდან წაქეზებული ჯგუფები ევროკავშირის დროშით აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის ატრიალებას” - შალვა პაპუაშვილი