რა შემთხვევაში დაეხმარება ნატო თურქეთს - "სირიის ბედი 5 მარტს ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე გადაწყდება"

"ვინა არის მტყვანი და ვინ მართალი, რთულია გაერკვე, იფორმაციები იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო და კონტრასტულია, რომ მაგალითად დასავლეთ ევროპული და ამერიკული მედიასაშუალებები ამაზე საერთოდ გაჩუმებულები არიან, ისინი ამ სიტუაციაზე საკუთარ ინფორმაციულ ველებს ვერ აყალიბებენ"-ასე აფასებს "რეზონასთან"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, სირიაში მიმდინარე მოვლენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში დაეხმარება ნატო თურქეთს - “სირიის ბედი 5 მარტს ერდოღანისა და პუტინის შეხვედრაზე გადაწყდება”

 

 

"მისივე თქმით, სირიაში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, სადაც კლასიკური ჰიბრიდულ-რეგიონალური ომის ნიშნები იკვეთება. "სირიაში სიტუაცია საკმაოდ რთულია, მიდის კლასიკური ჰიბრიდულ-რეგიონალური ომი, რომელშიც სამი ქვეყნის (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შეიარაღებული ძალები და ასევე ასადის რეჟიმის წარმომადგენლები არიან ჩართული, ამასთანავე საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომიც მიმდინარეობს. სამივე მხარის საინფორმაციო საშუალებები რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ და ვინაა მტყვანი და ვინ მართალი, რთულია გაერკვე, იფორმაციები იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო და კონტრასტულია, რომ, მაგალითად, დასავლეთ ევროპული და ამერიკული მედიასაშუალებები ამაზე საერთოდ გაჩუმებულები არიან, ისინი ამ სიტუაციაზე საკუთარ ინფორმაციულ ველებს ვერ აყალიბებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"იდლიბის პროვინციაში სისხლისმღრვრელი ბრძოლები მიმდინარეობს, თურქები ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ პროვინციაში ფეხი მოიკიდონ და ცდილობენ პოზიციები გააფართოვონ. იყო ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ დამასკოში ასადის რეჟიმის შიგნით სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, სირიის ბედი რეალურად 5 მარტის ერდოღანისა და პუტინის შეხვედრისას სოჭში გადაწყდება, შესაძლოა ამ შეხვედრას მერკელი და მაკრონიც დაესწრონ. ნატო იმიტომ არ ერთვება, რომ ეს მისი საქმე ნამდვილად არაა, რომ თურქეთს სირიაში ჩაერიოს, თუკი თურქეთის ტერიტორიაზე მესამე მხრიდან შემოჭრა, დაბომბვა, რაიმე მსხვერპლი იქნება და თურქეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა მოხდება, მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მაშინ ამოქმედდება. რუსეთი ცდილობს, რომ სირიაში მაინცდამაინც არ ჩაერიოს, რუსეთი მხოლოდ შეზღუდული კუთხით აჩვენებს სამხედრო ავიაციას და ე.წ. სამხედრო დემონსტრირებას ახდენს და ამით ცდილობს, რომ თურქების შემოჭრა მათი გავლენის საჰაერო სივრცეში არ დაუშვას, თორემ რეალურად რუსეთი ასადის რეჟიმს რეალურ დახმარებას შეზღუდული საშუალებებით უწევს" - განაცხადა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

 

"ყველაზე ცუდი სცენარი ის იქნება, რომ რეგიონალური ჰიბრიდული ომი გადავიდეს რეგიონალურ-კონვენციურ ომში, შესაძლოა თურქეთმა ასადის რეჟიმს ომი გამოუცხადოს, სადაც უკვე განზე ვერც რუსეთი და ვერც ირანი ვერ დადგებიან, რუსეთის მიერ თურქეთისთვის ომის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა თურქების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უნდა გამოიყენოს და ეს უკვე ნატოს და რუსეთის ომის პირდაპირი პრელუდიაა. ერდოღანმა საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, სხვა გამოსავალი არ აქვს, როგორც ჩანს თავისი ძალები ვერ გათვალა, მან თუ ახლა საკმაოდ მედგრად არ იმოქმედა, ქვეყნის შიგნით საკამოდ რთული სიტუაცია შეექმნება და შესაძლოა სკუთარი არმიაც კი გადაუდგეს. ედოღანს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარს არ უჭერს, მას საკმაოდ სერიოზული ოპოზიცია ჰყავს, „თეთრი თურქების" სახით და ალი ბაბაჯანის დაჯგუფება, მანამდე მას დავითოღლუ გაექცა და პარტიის შიგნითაც მყარი პოზიცია არა აქვს, თუ მან სირიაში ფიასკო განიცადა, ჩათვალეთ, რომ ერდოღანის დღეები დათვლილია" - განაცხადა მაისაიამ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აქარმა განაცხადა, რომ ამჯერად მისმა ქვეყანამ სირიის ჩრდილო-დასავლეთში სამხედრო ოპერაცია „გაზაფხულის ფარის" განხორციელება დაიწყო”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 892 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.