"ახლა დანებების დრო არ არის, არც ბოდიშების დროა"- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მთავრობებს მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის.
ტედროს გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.
„ეს სასწავლო წვრთნა არ არის. ახლა, დანებების დრო არ არის არც ბოდიშების დროა. არ არის იმის დრო, რომ თამაშიდან გახვიდეთ. ქვეყნები მსგავსი სცენარისთვის ათწლეულები ემზადებოდნენ. ახლა დროა, რომ ამ გეგმებით ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ეპიდემიის უკუგდება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური, კოორდინირებული მიდგომით.
ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“
