როდის დადასტურდა ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 8 დეკემბერს დადასტურდა.
თუმცა, South China Morning Post იუწყება, რომ სამთავრობო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა, COVID-19-ის პირველი შემთხვევა 17 ნოემბერს დადგინდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, სამედიცინო საზოგადოებამ ახალი დაავადების არსებობა მხოლოდ დეკემბერში გააცნობიერა.
კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან მეცნიერები და ექიმები COVID-19-ის წარმომავლობის დადგენას ცდილობენ.
იმის გაგება თუ როგორ გავრცელდა დაავადება და რამდენად იმოქმედა აღურიცხავმა ინფიცირების შემთხვევებმა ეპიდემიის გამწვავებაზე, მეცნიერებს საფრთხის მასშტაბების უკეთ გააზრებაში დაეხმარება.
ჩინეთის მთავრობის მონაცემების მიხედვით, Covid-19 პირველად ჰუბეის პროვინციის 55 წლის მოქალაქეს დაუდგინდა.
აქედან მოყოლებული ახალი კორონავირუსით ყოველდღე 1-დან 5 ადამიანამდე ინფიცირდებოდა. 15 დეკემბრისთვის კი საერთო ჯამში 27 ადამიანი იყო ინფიცირებული. ეს რიცხვი 20 დეკემბერს გაორმაგდა, ამ დროისთვის COVID-19 სამოც ადამიანს აღენიშნებოდა.
27 დეკემბერს, ექიმმა ჟანგ ჯიშენმა ჩინეთის მთავრობას განუცხადა, რომ უხანში ადამიანების ინფიცირების მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო. ამ დროისთვის, COVID-19 180 ადამიანს აღენიშნებოდა.
2020 წლის 1 იანვარს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 381-ს მიაღწია.
მეცნიერები ცდილობენ იპოვონ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით პირველი დაინფიცირდა. ეს მათ COVID-19-ის გავრცელების წყაროს პოვნაში დაეხმარებათ. ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ ადამიანებში კორონავირუსი ველური ცხოველისგან გავრცელდა.
პანგოლინი და ღამურა ორი მთავარი ეჭვმიტანილია.
ნოემბერში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა გამომჟღავნდა. თუმცა, ადამიანებზე ვირუსის გავრცელების პირველწყარო არცერთი არ არის.
უხანის ჯინიუინტანის საავადმყოფოს ექიმების მიერ The Lancet--ში გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ პუბლიკაციის ავტორებმა ინფექციის პირველი შემთხვევა 1 დეკემბერს გამოამჟღავნეს.
კორონავირუსის მყისიერი გამოაშკარავება ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ბიუროკრატიამ შეაფერხა. ექიმებმა თავიანთი დაკვირვებები მომენტალურად ვერ გამოამჟღავნეს, იმიტომ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დამოწმებამდე, მთავრობის მითითებით, ექიმებს ინფორმაციის გასაჯაროება ეკრძალებათ.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"