FOX NEWS: კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ხოლო ჩინეთმა მონაცემები 100%-ით გააყალბა

Foxnews.com აქ­ვეყ­ნებს ექ­სკლუ­ზი­ურ მა­სა­ლას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან გავ­რცელ­და და ვირუ­სის წარ­მო­მავ­ლო­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მა სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­იქ­მნა არა რო­გორც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი, არა­მედ იმის­თვის, რომ ჩი­ნეთს ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რამ­დე­ნად ძლი­ე­რია ვირუ­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მათ­თან ბრძო­ლის კუ­თხით, ამით სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით არა მხო­ლოდ თა­ნა­ბა­რია აშშ-თან, არა­მედ მას­ზე უფრო ძლი­ე­რიც.

 

Fox News-თან სა­უბ­რობს ბევ­რი სხვა­დას­ხვა წყა­რო, რომ­ლებ­საც აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ჩი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ად­რე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

 

 
წყა­რო­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ვირუ­სის სა­წყი­სი გა­და­ცე­მა მარ­თლაც ღა­მუ­რი­დან ადა­მი­ან­ზე მოხ­და, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ე.წ. ნუ­ლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ვი­და.
 

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უხა­ნის ცნო­ბილ ბა­ზარ­ში, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა, არას­დროს იყი­დე­ბო­და ღა­მუ­რე­ბი, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა ისე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქ­ცენ­ტი ამ ბაზ­რო­ბა­ზე გა­და­ე­ტა­ნა და უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე ეჭვი არ გას­ჩე­ნო­დათ. წყა­როს ცნო­ბით, ბაზ­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბით ჩი­ნეთ­მა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზის და­მალ­ვა და ერ­თგვა­რად ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სცა­და.

 

Fox News წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იმა­საც წერს, რომ ჩი­ნეთ­მა 100 პრო­ცენ­ტით შეც­ვა­ლა და და­მა­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი, ასე­ვე გა­ა­ნად­გუ­რა ნი­მუ­შე­ბი, ად­რე­უ­ლი ცნო­ბე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი ვირუ­სის შე­სა­ხებ.

 

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, ჩი­ნეთ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ჯერ კი­დევ 2018 წლის გას­ცეს გაფრ­თხი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი დონე იყო. მათ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რებს. მა­შინ სა­უ­ბა­რი ეხე­ბო­და ღა­მუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­რის­კო კვლე­ვებს.

 

 

"ჩვენ და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ ვირუ­სი ჩი­ნეთ­ში, უხან­ში გაჩ­ნდა. ვი­ცით, რომ უხა­ნის ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი არის მცი­რე მან­ძი­ლით და­შო­რე­ბუ­ლი უხა­ნის ცნო­ბი­ლი ბაზ­რი­დან. ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სარ­კვე­ვი და აშშ-ის მთავ­რო­ბა გულ­მოდ­გი­ნედ მუ­შა­ობს ყვე­ლაფ­რის გა­მო­სარ­კვე­ვად“, - ამ­ბობს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პეო.

 

Fox news-ის ცნო­ბით, ჩი­ნეთ­ში იყ­ვნენ ექი­მე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აფრ­თხი­ლებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­სა და მისი გა­დამ­დე­ბი ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "გა­უ­ჩი­ნარ­დნენ“. სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩი­ნეთ­მა სწრა­ფად შე­ა­ჩე­რა უხა­ნი­დან ჩი­ნე­თის სხვა ად­გი­ლებ­ში, შიდა მი­მოს­ვლა, თუმ­ცა სწრა­ფად­ვე არ შე­უ­ჩე­რე­ბია უხა­ნი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი.

 

უფრო მე­ტიც, Fox News წერს, რომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია (WHO) თა­ვი­დან­ვე თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ ყვე­ლა­ფერ­ში და ჩი­ნეთს რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ფარ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

 

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19 ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. 11 მარტს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 2 084 042 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 134 669 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 515 090 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 511 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 17 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.