ამერიკასა და ჩინეთს შორის ახალი დაძაბულობა ევროპის ბაზრებზე აისახა

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სიტყვიერი ომის გაძლიერებამ, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის საკითხზე მიმდინარეობს, ევროპის ბაზრები სავაჭრო კვირის დასაწყისშივე მკვეთრი დაცემისკენ მიმართა.

 

ფრანგული საფონდო ინდექსი “სი ეი სი-40” 4 პროცენტზე მეტით დაეცა და ფრანკფურტის “დი ეი ექს” ინდექსმა შუადღის ვაჭრობისას, 3.6 პროცენტი დაკარგა. ლონდონის “ფაინენშელ თაიმსის საფონდო ბირჟის” (FTSE) ინდექსმა მცირედით, 0.3 პროცენტით დაიწია.

 

ჰონგ-კონგის “ჰენგ სენგ” ინდექსმა გასაოცარი 4 პროცენტი და სეულში “კოსპიმ” (KOSPI) 2.6 პროცენტი დაკარგა. იმავდროულად, რეგიონში სიდნეი ერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა, რომელმაც 1.4 პროცენტით მოიმატა.

 

იაპონიის, ჩინეთის და ტაილანდის ბაზრები სადღესასწაულოდ დაკეტილი იყო.

 

ინვესტორები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა განახლდეს იმის გამო, რომ გასულ წელს ქალაქ ვუჰანში პირველად აღმოჩენილ კორონავირუსის წყაროდ, ტრამპის ადმინისტრაცია ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიას მიიჩნევს, მიუხედავად ამერიკული სადაზვერვო საზოგადოების დასკვნისა, რომ “კოვიდ-19” ვირუსი “ხელოვნურად შექმნილი ან გენეტიკურად მოდოფიცირებული არ არის”.

 

კვირას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პეკინს ბრალი დასდო, რომ ის ვირუსის სიმძიმეს მალავდა და იმავდროულად კი სამედიცინო მასალებს იმარაგებდა.

 

ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

 

ნავთობის სასწრაფო გარიგებებზე, ამერიკული დასავლეთ ტეხასის შუალედური ნედლი ნავთობის საკონტროლო ფასმა 7.6 პროცენტით დაიწია და ბარელზე 18.26 დოლარი იყო. საერთაშორისო ეტალონ “ბრენტის” ნედლ ნავთობზე ფასი 2.4 პროცენტით დაეცა და ბარელზე 25.80 დოლარი შეადგინა.

 

ნავთობზე ფასების ვარდნა მთელ მსოფლიოში შემოღებული საკარანტინო რეჟიმით გამოიწვეულ მოთხოვნის არარსებობას და მიწოდების მასიურ მოცულობას უკავშირდება, რის გამოც, ორი კვირის წინ, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი, ბარელზე 0 დოლარის ქვემოთ დაეცა.

 

სამი მთავარი ამერიკული ინდექსის ვადიანი გარიგებები, დაახლოებით, ერთი პროცენტით შემცირდა.

 

https://www.amerikiskhma.com/

წაკითხვა 458 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.