სინგაპურის პარკებში სოციალურ დისტანციას რობოძაღლები აკონტროლებენ
სინგაპურის ხელისუფლებამ, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში რობოტი ძაღლები ჩართო, რომლებიც ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედით მოსეირნეებს და მორბენალებს, უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მუდმივად მოუწოდებს.
„ბოსტონ დაინემიკსის“ მიერ შექმნილი რობოტი ძაღლი, სახელად „სპოტ“ (SPOT) არის ოთხფეხიანი მანქანა, რომლის ტესტირებაც ცენტრალურ პარკში უკვე პარასკევს დაიწყო. მას ორკვირიანი ტესტირება ჩაუტარდება და სავარაუდოდ, სინგაპურის პარკებში სხვა მსგავს მანქანებთან ერთად, „მუშაობას“ ლოკდაუნის დასრულებამდე გააგრძელებს.
„შევუნარჩუნოთ სინგაპურს ჯანმრთელობა. გთხოვთ, თქვენი და თქვენს გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის, ერთმანეთს სულ ცოტა, ერთი მეტრით დაშორდით. გმადლობთ“, - ამ სიტყვებით, ქალის ხმით მიმართავს ყვითელი „სპოტი“ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტად უახლოვდებიან ერთმანეთს.
სინგაპურში სოციალური დისტანციის დარღვევისთვის უზარმაზარი ჯარიმები აქვთ დაწესებული და რიგ შემთხვევებში, თავისუფლების აღკვეთით დასჯაც არის გათვალისწინებული. ქალაქ-სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობაც 5.7 მილიონია, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 21 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც აზიის ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით მუშა-მიგრანტი იმყოფება, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ გარეუბნებში ცხოვრობენ. ასეთ გარეუბნებს ტურისტები თითქმის არ სტუმრობენ.
ქვეყანაში მოქმედი საგანგებო სიტუაციის შესაბამისად, რომელიც 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის, მაგალითად პროდუქტების შესაძენად შეუძლიათ და საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისას, აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი. ღია ცის ქვეშ ვარჯიში ნებადართულია, ოღონდ არ შეიძლება ამის ჯგუფურად გაკეთება.
ძაღლი რობოტი უსწორმასწორო ადგილებშიც იოლად გადაადგილდება და გარდა იმისა, რომ გაფრთხილებას მუდმივად იმეორებს, კამერებით და ანალიტიკური საშუალებებითაც არის ეკიპირებული, რომელტა მეშვეობითაც, პარკში მყოფთა რაოდენობას ითვლის. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კამერებით არ მოხდება ადამიანების ჩაწერა და პირადი ინფორმაციის მოპოვება.
უფრო ადრე, „სპოტი“ დროებით ჰოსპიტალშიც გამოსცადეს, სადაც პაციენტებისთვის სამედიცინო საშუალებების მისაწოდებლად იყენებდნენ.
სიახლეები
- „ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა როგორც საქართველოს წარდგენისთვის, ისე ტურისტული პროდუქტების პრომოუშენისთვის” – გვანცა რაზმაძე
- ,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა"- მასატო კანდა
- აშშ-მა, ისრაელთან ერთობლივი ოპერაციის დროს, 30-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა
- ,,გაწევრიანების არსებული პროცედურით უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წელს ვერ გახდება"- მარტა კოსი
