120-ზე მეტი ქვეყანა COVID-19-ის მიზეზების გამოძიებას ითხოვს
ავსტრალიის მოწოდებას კორონავირუსის მიზეზების დამოუკიდებელ გამოძიებასთან დაკავშირებით 120-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
მიუკერძოებელი გამოძიების მხარდამჭერთა შორისაა აფრიკის 54 სახელმწიფოც. საკითხზე კენჭისყრა 19 მაისს გაიმართება. ავსტრალიის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია უკვე ჰქონდა პეკინს, რომელმაც საბაჟო გადასახადი ქერზე მკვეთრად გაზარდა და საქონლის ხორცის იმპორტირება ჩინეთში ნაწილობრივ შეაჩერა.
ევროკავშირის წინადადებას კრონავირუსის წარმოშობისა და მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირებაზე მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესახებ წინადადებას ევროპული ქვეყნები და ავსტრალია შეუერთდნენ. ევროკავშირის დოკუმენტში კონკრეტულად არ არის ნახსენები ჩინეთი ან ქალაქი ვუჰანი, სადაც ვირუსი აფეთქდა და მსოფლიო პანდემიად იქცა. მიუხედავად ამისა, როგორც ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, ევროკავშირის დოკუმენტის ენა საკმაოდ მკაცრია და ეს საკმარისია საფუძვლიანი გამოძიების დასაწყებად. ავსტრალიური მხარის განცხადებით, ეს კორონავირუსის გამოძიების საქმეში გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პირველი ნაბიჯი იქნება.
ამ ეტაპზე ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს წამოყენებული წინადადებისთვის მხარი არ დაუჭერიათ.
სიახლეები
- ,,მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
