აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს - რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აღნიშნა, რომ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე.
”ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მას უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" , - განაცხადა ტრამპმა.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
