ჯო ბაიდენი აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს მიუღებელია. ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკელებს უსამართლობის მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვის უფელაბ აქვთ, თუმცა ამან საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
"ამგვარი ქმედების გაპროტესტება სწორი და სამართლიანია. ასეთია ამერიკული პასუხი. თუმცა, ეს არ გულისხმობს რაიონების გადაწვასა და აზრს მოკლებულ განადგურებას. ძალადობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს მიუღებელია. ძალადობა, რომელიც საფრთხეში აგდებს ბიზნესსა და საზოგადოებას მიუღებელია. პროტესტის გამოხატვის ფორმამ არასდროს უნდა გადაფაროს ის მიზანი, რისთვისაც ვიბრძვით" , - წერს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
