ბრაზილიამ COVID-19-ით დასნებოვნებულთა შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება შეწყვიტა - პრეზიდენტი თვლის, რომ ის ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის
როგორც სააგენტო Associated Press იტყობინება, საიტმა სადაც ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო COVID-19-ით ავადობის სტატისტიკას აქვეყნებდა, პარასკევს მუშაობა შეწყვიტა.
შაბათს საიტი ისევ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მასზე აღარ განთავსდა მონაცემები ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვის შესახებ. ამჟამად, ხელმისაწვდომია მხოლოდ დღის განმავლობაში ავადობის მატების მონაცემები.
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა შეიძლება გამოვიდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შემაგენლობიდან, მას შემდეგ, რაც მისმა წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა გააფრთხილა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა ნაადრევად არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტი თვლის, რომ COVID-19 ჩვეულებრივ გრიპზე საშიში არ არის და გამოდის საკარანტინე შეზღუდვების წინააღმდეგ.
აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსით დაავადებულთა მიხედვით: ქვეყანაში დარეგისტრიერებულია დასნებოვნების 672 846 შემთხვევა, გარდაცვლილია 35 930 ადამიანი, პირველ ადგილზე აშშ-ია (1 920 061 დაავადებული), მესამეზე რუსეთი (467 673 შემთხვევა).
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
