სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას
“უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა” - “რეზონანსთან” საუბრისას ასე აფასებს სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გერმანიაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის საგრძნობლად შემცირებასთან დაკავშირებით.
ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გერმანიაში დისლოცირებული 34,5 ათასი ამერიკელი სამხედროდან 9,5 ათასამდე ჯარისკაცი დატოვებს ტერიტორიას და ან სხვა ობიექტებზე გადანაწილდება ან სამშობლოში დაბრუნდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სად აპირებენ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გერმანიიდან გადასროლას / ტრამპი გერმანიაში ამერიკულ კონტინგენტს მნიშვნელოვნად ამცირებს.
“თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოთქვა ვარაუდი, რომლის თანახმადაც შესაძლოა, რომ გერმანიიდან გამოწვეული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი პოლონეთში გადავა, ხოლო ვინც სამშობლოში არ დაბრუნდება, გადანაწილდებიან აშშ-ის სხვა პარტნიორ ქვეყნებში. “გერმანიაში ამერიკული დიდი სამხედრო კონტინგეტის აუცილობლობა აღარ არის, რადგან ნატო-ში თავდაცვისთვის გამოყოფილი ფინანსები გაიზარდა სხვა ქვეყნების მიერ”, - განაცხადეს თეთრ სახლში. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ამერიკელმა დემოკრატებმა, თუმცა შემდეგ ითქვა ისიც, რომ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირება შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლის, მარკ მილის სამუშაოს შედეგი გახდა და არა ტრამპსა და გერმანიის ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა. ევროპული პროექტები, რომელზეც უარის თქმა გახდება საჭირო ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია სამხედრო ავიაციის განლაგებისთვის საჭირო აეროდრომებზე, საწვავის, საბრძოლო და სხვა მასალის შესანახად საჭირო საწყობებზე, რომელიც საჭირო იყო რუსეთის შეკავების ფარგლებში შექმნილი ევროპული ინიციატივისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2020 წლის აპრილში ცნობილი გახდა ისიც, რომ პენტაგონი გერმანიაში განთავსებული ამერიკული ბირთვული არსენალის მოდერნიზებას გეგმავს. ჯერ კიდევ “ცივი ომის” პერიოდში გერმანიის ტერიტორიაზე დარჩენილი ამერიკის სამხედრო - საჰაერო ძალების ბირთვული იარაღი ამჟამად “ლუფტვაფეს” ავიაბაზაზე, ბიუხელშია. ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია და აქამდეც იყო საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა რიგი მიზეზების გამო. “ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ისაა, რომ მოცემულ ეტაპზე გერმანიაში ამერიკული ჯარების ყოფნას ძალიან დიდი მნივნელობა არ აქვს, რადგან “ცივი ომის” შემდგომ შეიცვალა სიტუაცია, ანუ საზღვარმა რუსეთსა და ნატო-ს შორის გადმოინაცვლა გერმანიის დასავლეთ და აღმოსავლეთიდან ბალტიისპირეთზე, პოლონეთსა და ა.შ. უფრო რეალური იქნებოდა ის, რომ ტრამპს გერმანიაში განლაგებული ამერიკული და ევროპული სარდლობის ძირითადი დანაყოფები აღმოსავლეთით უფრო ადრე განეთავსებინა - პოლონეთისა და ბალიტიისპირეთის მხარეს მათი განლაგება უფრო ლოგიკურია”, - მიიჩნევს ალადაშვილი და იმედოვნებს, რომ “ასეც გაკეთდება”, - დასძენს გამოცემა.
“ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მუდმივად ითხოვს, რომ ნატო-ს წევრმა სხვა ქვეყნებმა თავიანთი დაფინანსება 2%-მდე მაინც გაზარდონ. აქამდეც იყო ამაზე საუბარი. თუმცა თავად ხედავთ, აშშ-ში რამხელა პრობლემებია, თან კიდევ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი რამ მსოფლიოში გაურკვეველია. ფაქტია, რომ ამ პანდემიამ გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედა ნატო-ს შემდგომ გაფართოებასა და გაძლიერებაზე, მათ შორის შავი ზღვის აკვატორიისკენ. შესაბამისად, მსოფლიოში რთული სიტუაციია შემნილი და წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი