უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ორეხოვში, საცხოვრებელ ზონაში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილი მართვადი ბომბით დაბომბეს. სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 11 ადამიანი კი დაშავდა.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა ჯერ მზად არ არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის. მისივე თქმით, საჭიროა ომის დასრულება, ვიდრე ალიანსი თავის რიგებში უკრაინის დამატებას განიხილავს.
ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტის შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.
საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.