აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კარგ იდეად მიაჩნია.
ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა დაამტკიცეს შეთანხმების ტექსტი, რომელიც ევროკავშირიდან დეპორტაციის პროცესს აჩქარებს და დეპორტირებულთა რაოდენობას ზრდის, ასევე, მიგრანტების დეპორტაციას ბლოკის გარეთ განსაზღვრულ ცენტრებში ითვალისწინებს – ამის შესახებ Politico-ს სტატიას bpn.ge აქვეყნებს.
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის კიევზე, მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა.
მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების შემთხვევაში რუმინეთთან გაერთიანებას განიხილავს. როგორც მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ევგენ ოსმოჩესკუმ „ევრაქტივთან” ინტერვიუში განაცხადა, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.
მისი თქმით, მოლდოვის მთავარი მიზანი კვლავ ევროკავშირში გაწევრიანებაა და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გაწევრიანების ხელშეკრულებას 2028 წლის ბოლომდე მოაწერს ხელს, თუმცა, თუ ეს პროცესი გაჩერდება, სხვა გზების განხილვას დაიწყებენ. „ეს არის გეგმა B”, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირისგან მკაფიო სიგნალების მიღება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ ზეწოლას განიცდის. ოსმოჩესკუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის გაფართოება კანდიდატი ქვეყნების მიღწევებზე უნდა იყოს დაფუძნებული.
ამასთან, ოსმოჩესკუს თქმით, მოლდოვას არ აქვს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, როგორიც უკრაინას.
„ჩვენ არ ვართ ისეთი გამძლეები, როგორც უკრაინელები. ქვეყანას არ გააჩნია განვითარებული სამხედრო ინდუსტრია და შეიარაღებული ძალები, რომლებიც უკრაინის არმიას შეედრება“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.
მისი განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.
„ივნისში მოლაპარაკებები თუ დაიწყება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით“, – განაცხადა ოსმოჩესკუმ.
ვიცე-პრემიერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ეტაპობრივი ინტეგრაციის იდეას, მათ შორის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის განხილვას.
რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ოსმოჩესკუმ აღნიშნა, რომ მოლდოვისა და რუმინეთის მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო კულტურული, ენობრივი და ოჯახური კავშირები აქვთ. მისივე ინფორმაციით, მოლდოვაში გაერთიანების იდეას მოსახლეობის დაახლოებით 40% უჭერს მხარს, ხოლო რუმინეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ტურინში სიცხის ტალღამ და ქალაქის დაძველებულმა ქსელმა ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
