ჩვენი მიწიდან ოკუპანტის გასაძევებლად რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი პრობლემა უნდა შევუქმნათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი, ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის „მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი“, - აღნიშნა ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ამერიკა მზად არის ახალი თავისთვის. ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტი კამალა ჰარისისთვის და კამალა ჰარისი მზად არის ამ სამუშაოსთვის,“ - აღნიშნა ობამამ.
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის კამალა ჰარისი.
რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც მივაღწიეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას ბესლანში განაცხადა.
აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, პარტიის ეროვნულ ყრილობას დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
