რატომ არის ნიგოზი გულისთვის მეტად სასარგებლო
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის მეცნიერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს - მარტა გუაშ ფერეს. ექსპერტის განცხადებით - ნიგოზი სხვა "კაკლებისგან" განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, რითაც აუმჯობესებს ორგანიზმის ლიპიდურ პროფილს და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისაგან.
გარდა ამისა, მკვლევარმა ყურადღება მიაქცია ნიგვზის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
კვლევა მიმდინარეობდა 2001-2012 წლებში. მასში მონაწილეობდა 1514 მამაკაცი და 1528 ქალი დიდი ათონის რაიონიდან. D ვიტამინის დაბალი, საშუალო და მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტების გამოყენებისას გულისმხრივი მოვლენები (სტენოკარდიული შეტევები და ინსულტები) შეინიშნებოდა შესაბამისად მამაკაცთა 24, 17 და 12 %-თან, ხოლო ქალების 14, 11 და 10 %-თან (შესაბამისად).
ამგვარად, ნიგვზის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში გულის დაავადებათა პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია!.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
