რატომ უნდა ვჭამოთ ყოველდღე კვერცხი

თუ ქოლესტერინი მაღალი გაქვთ ამოიღეთ კვერცხი რაციონიდან, ხშირად გაგვიგია.

კვლევები კი საპირისპიროს ადასტურებს. განვიხილოთ ქოლესტერინის ტიპები და საკვები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ცვლილებაზე.

 

ქოლესტერინი სისხლში არსებული ცხიმოვანი სუბსტანციაა. ქოლესტერინის ორ ძირითად ტიპს ვიცნობთ:

  • მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მქონე - კარგი ქოლესტერინი (HDL)

იგი გამოდევნის ცუდ ქოლესტერინს ორგანიზმიდან და გვიცავს გულის გულის დაავადებებისგან

 

  • დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის მქონე - ცუდი ქოლესტერინი (LDL)

მას შეუძლია ცხიმოვანი მარაგების გაკეთება სისხლძარღვებში და შედეგად იზრდება გულის დაავადებების რისკი.

 

ცუდი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად საჭიროა კვებითი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • შაქრის და შაქრისშემცველი პროდუქტების შემცირება
  • ცხიმიან და მარილიან საკვებზე უარის თქმას ან/და მინიმუმამდე დაყვანა
  • ტრანსცხიმების შემცველი საკვების შეცვლა ჯანსაღი ცხიმების მქონე საკვებით (ზეითუნის ზეთი, კანოლას ზეთი, თხილეული, თევზი, ავოკადო)
  • რაციონში ბოჭკოვანი საკვების შეტანა
  • (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული)

 

არაფერია ნათქვამი კვერცხზე - რომელიც ასე საშიშად წარმოგვიდგენია - რომ არის ქოლესტერინის საბადო, რომ არ უნდა მივირთვათ კვერცხის გული ხშრად. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი რამ - რაც მეტ კარგ ქოლესტერინს იღებს ჩვენი ორგანიზმი, მით მეტად გვეხმარება ის, ცუდი ქოლესტერინის გამოდევნაში. კვლევების თანახმად,კვერცხის მიღების შედეგად, საკვლევი ადამიანების 70%-ში მოხდა კარგი ქოლესტერინის დონის მომატება. და მხოლოდ მცირე ჯგუფში უმნიშვნელოდ მოიმატა ცუდი ქოლესტერინის რაოდენობამ.

 

ასე რომ, თავდ კვერცხი კი არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, არამედ მისი მომზადების წესი და კიდევ ის, თუ რასთან ერთად მივირთმევთ მას. მაგალითად ცხიმში შემწვარი კვერცხი ლორით ან შაშხით ცხიმების საბადოა, როცა მოხარშული კვერცხის და ავოკადოს ტოსტი საუკეთესო ჯანსაღი საუზმეა.

 

საყურადღებოა, რომ ქოლესტერინის დღიური ნორმა 300 მგ-ია, ერთი მოზრდილი კვერცხი კი მხოლოდ 186 მგ. ქოლესტერინს შეიცავს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ კვირაში 7 კვერცხი სრულიად მისაღებია, ხოლო თუ ქოლესტერინის შემცველ სხვა საკვებს მინიმუმადე დავიყვანთ, დღეში 2 კვერცხიც შეგვიძლია მივირთვათ.

 

გაფრთხილება: სტატიაში მოცემული ინფორმაცია, არ ატარებს სამედიცინო ხასიათს. გთხოვთ, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, კონსულტაცია გაიაროთ პირად ექიმთან.

წაკითხვა 834 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 17 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.