გასათვალისწინებელი რჩევები - ის, რაც ყველა ორსულმა უნდა იცოდეს
გასათვალისწინებელი რჩევები ორსულებს - ხონელიძის კლინიკა სოციალურ ქსელში ორსულებისთვის საჭირო რჩევებს ავრცელებს.
შეეცადეთ აკონტროლოთ წონა – თქვენ არ უნდა დაიკლოთ არასრულფასოვანი კვების ხარჯზე და არც ზედმეტად არ უნდა მოიმატოთ.
სხეულის მასის მომატება იწვევს ჰიპერტენზიას, გესტაციურ დიაბეტს და სხვა მნიშვნელოვან გართულებებს.თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი წონა, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და არ ეცადოთ დაიკლოთ წონაში საკუთარი მეთოდებით.
იმოძრავეთ მეტი – ექიმი გინეკოლოგები თვლიან, რომ გონიერების ფარგლებში ფიზიკური აქტივობა არამცთუ დასაშვებია, არამედ სავალდებულოცაა ორსულობის დროს და დადებით გავლენას ახდენს, როგორც დედის ასევე ბავშვის გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
არ გადაიტვირთოთ – გადატვირთვამ შესაძლოა მთელი რიგი პრობლემები გამოიწვიოს: სისხლდენა, ნაყოფის მოშორება ან საშვილოსნოს შიდა განვითარების ასევე ორსულობის პერიოდში მომავალმა დედამ აუცილებლად თავი უნდა აარიდოს ფსიქოლოგიურ გამოფიტვას, შეეცადეთ კარგად დაისვენოთ, იყავით ნაკლებად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.
შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა – თერაპევტების თქმით, წყნარი და ხალისიანი განწყობა ფიზიკური ჯანმრთელობის საწინდარია.
მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას - თამბაქოს კვამლი და ნიკოტინი, იწვევს ფილტვის უკმარისობას, ასფიქსიას როგორც ნაყოფის, ასევე დედის სასუნთქ სისტემაში. რაც შეეხება ალკოჰოლს, იგი იწვევს ნაყოფის განვითარების შეფერხებას, ეთილის სპირტი უარყოფითად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, იწვევს ანომალიებს და ფიზიკურ დეფექტებს.
მიიღეთ მეტი ბოსტნეული და ხილი ყაბზობის პროფილაქტიკისთვის – ყაბზობა, შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალურმა დისბალანსმა და ცხოვრების წესის აქტივობის შემცირებამ. ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მიღებული ბოსტნეულის, ხილისა და წყლის კონტროლი. თუ თქვენ გაქვთ ყაბზობის მძიმე ფორმა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ატარეთ მოხერხებული ტანსაცმელი – ორსულობის დროს იმატებს ოფლიანობა, შეეცადეთ აირჩიოთ ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი, შეარჩიეთ ბამბისაგან დამზადებული საცვლები, ეცადეთ თავს გრძნობდეთ კომფორტულად, ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
რეგულარულად გაიარეთ შემოწმება – ორსულობის დროს ერთერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ექიმთან რეგულარული შემოწმებების გავლა. აუცილებლად ადევნეთ თვალყური ნაყოფის განვითარებას, თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ მისი და თქვენი ჯანმრთელობა ყველა ეტაპზე.
დაიცავით ძილის და დასვენების რეჟიმი – უძილობა ნეგატიურ გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სახის კანის ფერზე.
თვალყური ადევნეთ ნაყოფის მოძრაობას – ნაყოფის მოძრაობა იგრძნობა ორსულობის მე–18 კვირიდან, მოძრაობა ნაყოფის ნორმალური განვითარების ნიშანია.
სიახლეები
- როგორ ავიცილოთ ყველაზე ცუდი სცენარი
- "ჩვენთვის ძვირფასია თითოეული გულწრფელი მოქალაქე, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, ძვირფასია თითოეული ჯანსაღი ახალგაზრდა, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ"
- "საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ არ გადადებულა, პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება" - ირაკლი კობახიძე
- "დღეს ჩვენი დღის წესრიგი უნდა ავაგოთ მხოლოდ რეალისტურ, პრაგმატულ, დადებითი დღის წესრიგით სავსე პოლიტიკაზე" - ირაკლი შენგელია