როგორ გავიძლიეროთ ფილტვები კოვიდ-19-ის დროს და მის შემდეგ

არაერთხელ ითქვა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებულად დიდ ზიანს აყენებს ფილტვებს. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ფილტვები შევინარჩუნოთ ან ვირუსის გადატანის შემდეგ მათი გაძლიერება შევძლოთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. არის პროდუქტები, რომლებიც კოვიდ-19-ის დროს უნდა მიიღოთ და ასევე, პროდუქტები, რომლებსაც ამ დროს ყველაზე მეტად უნდა მოერიდოთ.

ჯანმრთელი ფილტვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია - ანუ სითხის საკმარისი ოდენობით მიღება. თუ თქვენი წონა 80 კგ-მდეა, სასურველია დღის განმავლობაში 2.5 ლ წყალი მიიღოთ, ხოლო თუ 68 კგ-მდე იწონით -  2 ლ. 

 
როგორ გავიძლიეროთ ფილტვები საკვების დახმარებით

ფილტვებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკვებ პროდუქტებს. გამოიყოფა რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც განსაკუთრებულად ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების ანთების შემცირებაში. ასეთი პროდუქტებია ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, ასევე, ომეგა-3-ით გაჯერებული პროდუქტები: ორაგული, ვაშლი, მწვანე ჩაი და ყავა, თხილეული. ასეთივე სასარგებლოა ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, გოგრა და ნიორი. ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა ფორთოხალი.

 
თუკი უკვე გადატანილი გაქვთ კოვიდ-19, ფილტვების გაძლიერებისთვის მიირთვით ეს 7 პროდუქტი:


 
1.    პომიდორი

ასევე დაგაინტერესებთ: 10 ურყევი მიზეზი, თუ რატომ უნდა მიიღოთ პომიდორი ყოველდღე

პომიდორს შეუძლია შეამციროს სასუნთქი გზების ანთება ასთმით დაავადებულ ადამიანებში და ზოგადად, ეხმარება ფილტვებს ფუნქციების შესრულებაში.

 
2.    ჭარხალი 

გაიგეთ: რატომ არის ჭარხალი ცივი სეზონის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული

ჭარხალი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ფილტვების ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს. ეს ბოსტნეული მდიდარია ნიტრატებით, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, დადებით გავლენას ახდენს ფილტვებზე.

 
3.    მწვანე ჩაი 

მწვანე ჩაის ანტიოქსიდანტური და  და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, რამაც შეიძლება შეამციროს ანთება ფილტვებში. მას ასევე შეუძლია დაიცვას ფილტვის ქსოვილები სხვადასხვა სახეობის კვამლის მავნე ზემოქმედებისგან

 
4.    გოგრა

დაგაინტერესებთ: რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას 

გოგრა სავსეა აროტინოიდებით, მათ შორის ბეტა კაროტინით, ლუტეინით და ზეაქსანტინით, რომელთაც ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნიათ.

 
5.    კურკუმა​

ამ აღმოსავლურ სანელებელს წამალსაც კი უწოდებენ, იმდენად ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, თუკი მას რეგულარულად მიიღებთ. სხვა მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად მას ფილტვების გაჯანსაღებაც შეუძლია.

 
6.    ვაშლი

დაგაინტერესებთ: რატომ ხდება ვაშლი ყავისფერი დაჭრის შემდეგ და როგორ შევუშალოთ ხელი ფერის შეცვლას

კვლევების მიხედვით, იმ ადამიანებში, რომლებიც სისტემატურად მიირთმევენ ვაშლს, ასთმისა და ფილტვის კიბოს განვითარების დაბალი რისკია.

 
7.    მოცვი

ამ კენკრას უკვე დიდი ხანია სუპერსაკვების სტატუსი მიანიჭეს. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები არა მხოლოდ ფილტვების, არამედ ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

წაკითხვა 984 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.