Skin Professional Dead Sea Cosmetics - მაღალი სტანდარტები სილამაზის ინდუსტრიაში
Skin Professional Dead Sea Cosmetics -ი 2009 წლიდან პროფესიონალური კოსმეტიკური ხაზის მწარმოებელია. მისი ერთ-ერთი ფილიალი (საქართველოში) თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (#75ა) მდებარეობს. რომელიც დაარსა, ქალაქ თბილისში, ქართული წარმომავლობის, საქართველოში დაბადებულმა და ისრაელში მცხოვრებმა ია შალევმა, 2017 წელს.
სკინ -კოსმეტოლოგიურ ცენტრში შემდეგი მიმართულებები ფუნქციონირებს: კლასიკური და პერმანენტული მაკიაჟი (მიკრო პიგმენტაცია). ასევე, ცენტრს აქვს გადამზადების კურსები, რომლითაც შეიძლება კვალიფიკაციის ამაღლება და სხვადასხვა სახის მასტერკლასები კლასიკურ კოსმეტოლოგიაშიც, მათ შორისაა ვიწრო სპეციალიზაცია ( წმენდა, პილინგი, ყველა სახეობის აკნე და პოსტ აკნეს თერაპია, აპარატურული მეზოთერაპია). გადამზადება ხდება პერმანენტის მიმართულებითაც, სხვადასხვა ზონებზე (ტუჩი, თვალი, წარბი).
ცენტრში მომუშავე ყველა თანამშრომელი გადამზადებულია მსოფლიოს წამყვან კოსმეტოლოგებთან, რომლებიც პანდემიამდე საქართველოში სპეციალურად ჩამოდიოდნენ. კურსის ბოლოს გაიცემა ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატი.
ცენტრის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს სკინ -კოსმეტოლოგიური ცენტრის დირექტორი (ისრაელის პროფესიონალური ხაზის ,,Skin Professional Dead Sea Cosmetics‘’-ის ხაზის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი) ეკა აბაშიძე ესაუბრა. მან სკინის საქართველოში დაარსებიდა,ნ 2016 წელს ისრაელში გაიარა ტრენინგი სკინის ცენტრში, თავად ია შალევთან. ის პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. მის საქმიანობას უამრავი ადამიანის კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება უკავშირდება. ის არის ადამიანი, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში მაღალ სტანდარტებს ქმნის.
- გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ აღმოჩნდით სილამაზის სფეროში?
- ეს საქმიანობა ჩემი ოცნებების სფეროს უკავშირდება. ბუნებით ესთეტი ვარ, მიყვარს ყველაფერი, რაც სილამაზეს ემსახურება. სწორედ,სილამაზის ინდუსტრიაში ჩემმა მრავალწლიანმა მუშაობამ განაპირობა, რომ დღეს ამ ცენტრის დირექტორი ვარ და მას ვხელმძღვანელობ, საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც ვუზიარებ.
- თქვენ ხართ ისრაელის პროფესიონალური ხაზის წარმომადგენლობა საქართველოში, როგორ შეიქმნა სკინი და რა უპირატესობები აქვს ბრენდს?
- კომპანია ისრაელში მოღვაწე ქართველმა კოსმეტოლოგმა - ია შალევმა დააფუძნა, რომლის ცენტრშიც, 15 წლის მანძილზე, უამრავი პროფესიონალური ხაზით მუშაობისას არჩევანი გააკეთა მხოლოდ 3 წამყვანი ბრენდის, რომლებსაც ყველაზე საუკეთესო შედეგი აქვს მის პრაქტიკაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სკინს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ქართველი კოლეგებიც ამ ბრენდის განსაკუთრებულობას ეზიარებინა. ია თავად ატარებს მასტერკლასებს, სკინ პროფესიონალ კოსმეტიკის გამოყენებით აქვს შემუშავებული საკუთარი მეთოდიკა და იმპროვიზაციები. ჩვენს ცენტრში ყველა პროცედურა სკინის უნიკალური პროფესიონალური ხაზის პროდუქტების მეშვეობით კეთდება. სკინის პროდუქტები უზრუნველყოფს ნებისმიერი პროცედურის ეფექტურობის გარანტიას.
სკინ პროფესიონალი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. იყენებს ბუნებრივ კომპონენტებს, უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, ბიო ტექნოლოგიურად დამუშავებულ პეპტიდებს და მკვდარი ზღვის მინერალებს. რის მეშვეობითაც პროცედურები უზრუნველყოფს კანის გაჯანსაღებას.
- რა მიმართულებებს მოიცავს სილამაზის ცენტრი?
- ბრენდი მოიცავს: სკოლას და ესთეტიკურ მიმართულებებს
- სკოლის შესახებ გვიამბეთ, როგორც ვიცით, კურსზე მიღება დაიწყო! ვის შეუძლია დაეუფლოს ახალ პროფესიას? რა კრიტერიუმებით ხდება სკოლაში მიღება?
- ჩვენს ცენტრში შემდეგი მიმართულებები ფუნქციონირებს: კლასიკური კოსმეტოლოგია, - სადაც აუცილებელი არ არის ადამიანი ექიმი იყოს, პერმანენტული მაკიაჟი (მიკრო პიგმენტაცია) - აქაც არ არის სავალდებულო რაიმე სპეციალიზებული ცოდნა. გადამზადების კურსები - კლასიკურ კოსმეტოლოგიაშიც, მათ შორის ვიწრო სპეციალიზაცია (წმენდა, პილინგი, აპარატურული მეზოთერაპია) გადამზადება ხდება პერმანენტის მიმართულებით, სხვადასხვა ზონებზე (ტუჩი, თვალი, წარბი).
ჩვენი ყველა კოსმეტოლოგი გადამზადებულია მსოფლიოს წამყვან კოსმეტოლოგებთან, რომლებიც სპეციალურად ჩამოგვყავდა საქართველოში, პანდემიამდე. ამ მიმართულებით დროებით დავპაუზდით, მაგრამ, ამ კუთხით განვითარებას აუცილებლად კვლავ გავაგრძელებთ.ცენტრში სწავლების პროცესი ძალიან სასიამოვნოდდა პროფესიონალურად მიმდინარეობს. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს სტუდენტებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. ვისაც აქვს სურვილი გაალამაზოს, გაახალგაზრდავოს და უფრო მეტად ესთეტიკური გახადოს თავისი პაციენტები, ყველას შეუძლია დაეუფოს ამ პროფესიებს და არ არის აუცილებელი იყოს ექიმი. კურსის ბოლოს გაიცემა ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატიც, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩვენი კურსდამთავრებულები მადლიერები გვრჩებიან.
- ამჟამად რა სიახლეები გაქვთ?
- Skin Professional Dead Sea Cosmetics - ში იწყება პერმანენტული მაკიაჟის შემსწავლელი კურსი. ისწავლება წარბის მიკროპიგმენტაცია დაპუდვრის მეთოდით, ქუთუთოს კონტური, ტუჩის კონტური და მთლიანი დაფერვა. (იხილეთ ბმული) კურსს წარმატებით უძღვება, ისრაელში ნასწავლი და დატრენინგებული, მხატვარი ქართველი, წარმატებული მარიამ ოსეფაშვილი.
- წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა.
R
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის