რატომ არ მეზრდება თმა? - ექსპერტები გვპასუხობენ
სტილისტები გპასუხობენ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე თმის მოვლის შესახებ. განსაკუთრებით აქტუალური თემაა, თუ რატომ გვიცხადებს თმა ბოიკოტს და არ გვეზრდება.
იცოდით, რომ ყოველთვე თმა საშუალოდ ერთი სანტიმეტრით იზრდება? ზოგჯერ კი, 1, 2 სანტიმეტრსაც აღწევს. მიუხედავად ამისა, თუ კარგად არ უვლით, ერთ სანტიმეტრსაც ვერ მოიმატებს სიგრძეში. თმის ნელა ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ორგანიზმს არ აქვს უნარი, მოამარაგოს თავის კანი ისეთი სახის მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია მისი გაჯანსაღებისთვის.
გინდათ აღმოაჩინოთ მიზეზები, რატომ არ იზრდება თმა ისეთი სისწრაფით, როგორითაც ისურვებდით? ექსპერტები
გვპასუხობენ.
1. იმიტომ, რომ თავის კანი საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებს
არსებობს სამი ძირითადი გასაღები თმის ზრდისთვის. პირველი - ესაა სისუფთავის დაცვა, მეორე - სკალპის (თავის კანის) მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა, და მესამე რა თქმა უნდა - დაბალანსებული დიეტა. ამ უკანასკნელში იგულისხმება კონკრეტული პროდუქტების მიღება, მაგალითად, ოსპის, ხახვის, თხილის, სოიოს პროდუქტების, B ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით B5-ის, თუმცა აქაც საჭიროა სიფრთხილე. უმჯობესია ექიმის რეკომენდაციით ვიტამინების დალევა.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გქონდეს განცდა, რომ თმა არასდროს იზრდება, არის მასზე უხეშად ზრუნვის მეთოდები. მაგალითად: თმის ხშირი დაბანა-დავარცხნა, ფენით გაშრობა, შეღებვა, ხელოვნური დახვევა, გასწორება და ა.შ. გამოიყენეთ ისეთი სავარცხელი, რომელსაც დიდი დაშორებები და მომრგვალებული დაბოლოებები აქვს. ნუ დაივარცხნით სწრაფად და უხეშად. ეს დააზიანებს თავის კანს, რაც ხელს შეუწყობს თმის ცვენის პროცესს. უმჯობესია დაბანამდეც დაივარცხნოთ.
3. იმიტომ, რომ არ იკეთებთ თავის კანის მასაჟს
თმის ზრდითვის აუცილებელია კაპილარული მასაჟები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას გაგიუმჯობესებთ, შეგიმცირებთ თმის ცვენასა და ქერტლს. მასაჟის დროს თავის კანი მარაგდება ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით. მასაჟი ხელის თითების წრიული მოძრაობებით თმის ძირებში გაიკეთეთ ყოველ დილა-საღამოს, განსაკუთრებით, საფეთქლისა და თხემის მიდამოებში.
4. იმიტომ, რომ გაქვთ გარკვეული მავნე ჩვევები
უხეში, უხარისხო თმის რეზინი აზიანებს თმის ბოლოებს და ხელს უწყობს ძირების გაყოფას. გამოიყენეთ რბილი ქსოვილისგან დამზადებული შესაკრავი ან სპირალური რეზინები, რომლებიც არ ტოვებენ კვალს თმაზე. თუ მზის სათვალეს თავზე იკეთებთ, ეს გამოიწვევს ულტრაიისფერი სხივების მიერ თმის გამოშრობას, რის შედეგადაც თმა ხდება მტვრევადი და უსიცოცხლო. ასევე, არ შეიძლება შამპუნის ბევრი რაოდენობით გამოყენება, რადგან ის თმას ამძიმებს და აშრობს.
დაბანის შემდეგ თმას პირსახოცით ძლიერად ნუ გავიმშრალებთ. ასევე დიდი ხნით მისი შემოხვევა თმის ბოლოებს დააზიანებს. კარგი იქნება, თუ გასაშრობად შემოვიხვევთ ბამბის ქსოვილს. ძალიან სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება. ფენი დაიჭირეთ მოშორებით, ჩართეთ საშუალო სიმძლავრეზე და დაიწყეთ გაშრობა ძირებიდან.
წყარო: fashion.hola.com
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი