დიეტოლოგის რჩევები - როგორ ვისაუზმოთ ჯანსაღად?

კარგად გამოძინება, ერთი ჭიქა ყავა... და აი ამ მომენტიდან მოდით, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ყავაზე. ის შეიძლება გემრიელი საუზმის მისაყოლებლად გამოგადგეთ, მაგრამ არავთარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავად საუზმე. აუცილებელია დილით სწორად კვება იცოდეთ!

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ დილით არ შეჭამთ, ვახშმის დროს, ორგანიზმი მინიმუმ ორჯერ მეტ საკვებს მოგთხოვთ, რომ ძალები აღიდგინოს. შეიძლება უჭმელობის მიზეზი ისაა, რომ მადა არ გაქვთ, მაგრამ ამის გამოსწორებაც შეიძლება. დაიწყეთ დღე მწვანე ჩაით და თაფლით. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დრო საუზმისთვის გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგაა, იდეალური დრო კი, როგორც ექიმები გვირჩევენ, დილის 7- დან 9 საათამდეა.

 

როგორ ვიკვებოთ სწორად?

 

მათთვის, ვისთვისაც მწვანე ჩაი თაფლით არაა საკმარისი, ათასობით ვარიანტი არსებობს გემრიელი საუზმისთვის. კლასიკური ფრანგული საუზმე: კრუასანი, კარაქი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ჯემი და ყავაა.

 

თურქული საუზმე - ლავაში ყველით, ზეთისხილი და ყავა. ან, შეიძლება ინგლისური საუზმე სცადოთ - შემწვარი კვერცხი ბეკონითა და ჩაის ნამცხვარი.

 

დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ იდეალური საუზმე უნდა შეიცავდეს დღის ნორმის 1/3 ცილას, 2/3 ნახშირწყლებს და 1/5 - ზე ნაკლები რაოდენობის ცხიმს და რა თქმა უნდა, ვიტამინ C-ს.

 

დავიწყოთ ცილით. ის გმუხტავთ მთელი დღის მანძილზე. მას შეიცავს: კარაქი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი, მზესუმზირა და სოკო.

 

ნახშირწყლები - ცარიელი ენერგიაა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გასაღვიძებლად, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: მისი მიღება უმჯობესია არა შაქრის და არაჯანსაღი პროდუქტების მეშვეობით, არამედ ხილისა და რძის პროდუქტების მიღებითაც. კარგი იქნება, თუ დილით მიირთმევთ შვრიის ფაფას და პურს, რომელიც დიდი რაოდენობით ხორბალს შეიცავს.

 

უპირატესობა მიანიჭეთ ადგილზე დაფქულ ყავას და არა ხსნადს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ხსნადი ყავა ნედლეულის ნარჩენებისგან მზადდება და არაფერს კარგს მსგავსი სასმელისგან არ უნდა ელოდოთ. ჩაის მოყვარულებმა შეგიძლიათ შავი ჩაიც მიირთვათ, დღის დასაწყებად, ასევე ძალიან კარგია კაკაოს დალევა. ის „ბედნიერების ჰორმონს“ გამოიმუშავებს ორგანიზმში და ტვინის მოძრაობას უწყობს ხელს. რაც შეეხება წვენებს, კარგი იქნება თუ ახალგამოწურულს მიირთმევთ.

 

ისაუზმეთ აუჩქარებლად, გაზეთის კითხვისა და ტელევიზორის ყურების გარეშე. ან წადით სასაუზმოდ კაფეში, რაც სასიამოვნო შეგრძნებას მოგგვრით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სხვამ მოგიმზადათ საუზმე და თან, ჭურჭლის გარეცხვაც არ მოგიწევთ. ამასთან, კაფეების უმრავლესობას განსაკუთრებული შემოთავაზებები აქვთ საუზმის დროს და სპეციალური ფასებიც.

 

სცადეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტი. ორი კვირის განმავლობაში ეცადეთ სწორად ისაუზმოთ, ერთი და იგივე დროს და მალე თქვენ უბრალოდ ვეღარ შეძლებთ დღის სხვანაირად დაწყებას.

 

წყარო

წაკითხვა 762 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.