ასაკოვანი ქალბატონების გულწრფელი რჩევები 30 წელს გადაცილებულ ქალებს

მარგარეტ მანინგის ინტრენეტ-ჟურნალში, რომელიც სპეციალურად ასაკოვანი ქალბატონებისთვის შეიქმნა, უამრავმა ცნობილმა ქალმა მოუთხრო მკითხველს საკუთარ ცხოვრებაზე. სულ ცოტა ხნის წინ კი, მანინგმა ახალი პროექტი წამოიწყო და ძველ რესპოდენტებს ახალგაზრდა ქალბატონებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.


გთავაზობთ, ცხოვრებით დაბრძენებული ქალბატონების რჩევებს, ვინც ღირსეულად გაუძლო ყველა იმ გამოცდას, რომელთა „ჩაბარება“ ახალგაზრდებს ჯერ კიდევ მოუწევთ.


* იცხოვრეთ რეალობით და ისიამოვნეთ მომენტით!
* გიყვარდეთ გულწრფელად და უანგაროთ!
* არასდროს სცადოთ საკუთარი თავის მოტყუება. მართალია, სიმართლე ზოგჯერ ძალიან მწარეა, მაგრამ მხოლოდ ასე შეძლებთ ილუზიებისგან თავის დაღწევას!
* დაივიწყეთ ასაკობრივი სტერეოტიპები! ნურასდროს იდარდებთ ასაკზე და იყავით ყოველთვის ახალგაზრდა!
* სინამდვილეში, ცხოვრება ძალიან მარტივია, უბრალოდ მისი ღირსეულად გავლაა ძალიან რთული. მეტი იკითხეთ, ისწავლეთ, იმოგზაურეთ და ნურასდროს მოგბეზრდებათ შთაგონების ძებნა!
* შეიძინეთ კლასიკური სამოსი. კლასიკა ყოველთვის მოდაშია!
* მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც თავად გინდათ მოგექცნენ!
* ნურასდროს დაგენანებათ ძველმანების გადაყრა. ეცადეთ, ყოველთვის სწრაფად განთავისუფლდეთ მოძველებული ნივთებისა და მობეზრებული ადამიანებისგან!
* ისიამოვნეთ წვრილმანებით და ზედმეტად ნურასდროს გაართულებთ ცხოვრებას!
* სხვების თანაგრძნობასთან ერთად, არც საკუთარი თავის თანაგრძნობა დაივიწყოთ!
* ისწავლეთ პატიება. განთავისუფლდით ბრაზისა და წყენისგან!
* გააკონტროლეთ ახლო მეგობართა წრე და ნურასდროს შემოუშვებთ თქვენს ცხოვრებაში უცხოებს!
* დააფასეთ საკუთარი ოჯახი, რადგან სწორედ ახლობლები დაგეხმარებიან, როცა ყველა დანარჩენი ზურგს შეგაქცევთ!
* ნურასდროს დაიძინებთ ბრაზთან ერთად, რადგან დილას აუცილებლად ცუდ განწყობაზე გაიღვიძებთ!
* ყოველთვის აგრძნობინეთ ახლობლებს, რომ ძალიან გიყვართ!
* ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება ნაოჭებს, რადგან სწორედ 30 წლის შემდეგ იწყება ნამდვილი ცხოვრება!
* ნურასდროს იდარდებთ იმ შეცდომებზე, რომელთა გამოსწორება შეუძლებელია!
* ენდეთ ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვება!
* დაასრულეთ არასასიამოვნო ურთიერთობა, რადგან არასასიამოვნო ადამიანს ვერასდროს შეცვლით!
* ნურასდროს გაგიტაცებთ თვითკრიტიკა, არ ღირს საკუთარი ნაკლის საჯაროდ აღიარება. ისწავლეთ თვითირონია და უსიამოვნებების სწრაფად დავიწყება!
* ნუ დაემორჩილებით შიშს, რადგან სწორედ შიშია თქვენი ყველაზე დიდი მტერი!
* დააფასეთ სიბერე, რადგან სწორედ ასაკის მატებასთან ერთად გაკლდებათ პასუხისმგებლობა და გემატებათ თავისუფლება!
* ნუ ეცდებით იყოთ იდეალური, იყავით უნიკალური!

 

წყარო: fortuna.ge

წაკითხვა 1281 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.