კივის ჯემი - ვიტამინების განძი ზამთრისთვის
რა შეიძლება იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე ცივი ზამთრის დილას ცხელ ჩაისთან კივის ჯემი, რომელსაც მზის და შემოდგომის სუნი ასდის?! კივის ნაყოფი რეგიონისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში იკრიფება, ამიტომ შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ და ზამთრისთვის C ვიტამინის „ბომბები“ გაამზადოთ.
- კივი (მწიფე, მაგრამ მაგარი) - 1 კგ (გაფცქვნილი)
- შაქარი - 500-600 გრ.
- ლიმონის წვენი - 1 ცალიც
- ფორთოხალი (სურვილის მიხედვით) - ნახევარი
- გახეხილი ჯანჯაფილი — 1-2 ჩაის კოვზი (სურვილის მიხედვით)
- ვანილი
- პექტინი (ვაშლის ან ციტრუსის) — 40-80 გრ.
მომზადების წესი
1. კივი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით, დაახლოებით 0.5-1 სმ ზომის კუბიკებად.
2. ფართო, სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კივი და შაქარი.
3. დატოვეთ ეს ნარევი 30-60 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. ამ დროის განმავლობაში, კივი გამოყოფს წვენს და შაქარი ნაწილობრივ გაიხსნება.
4. დაამატეთ კივის ლიმონის წვენი და თუ გსურთ, ფორთოხლის ცედრა.
5. დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და მუდმივი მორევით, დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ.
6. შეამოწმეთ სისქე და დაამატეთ პექტინი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია: პექტინი შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზ შაქარს - ეს კოშტების წარმოქმნას ხელს შეუშლის. პექტინ-შაქრის ნარევი სწრაფად და ენერგიული მორევით შეურიეთ ჯემს.
(შენიშვნა: კივი ბუნებრივად შეიცავს მცირე რაოდენობით პექტინს - ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია მურაბის სისქეზე. თუ შედარებით თხელი მურაბის გაკეთება გსურთ, მურაბა 30-40 წუთი ხარშეთ სანამ არ გასქელდება. გამოიყენეთ ოდნავ რბილი, მაგრამ არა გადამწიფებული კივი.
7. დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3-5 წუთის განმავლობაში მუდმივი მორევით ხარშეთ.
8. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. თუ ჯანჯაფილს ან ვანილს იყენებთ, ახლავე დაამატეთ.
9. ჯემი ოდნავ გააგრილეთ (5-7 წუთი) და გასტერილებულ, მშრალ ქილებში, ჩაასხით.
10. ქილებს გასტერილებული თავსახურები მჭიდროდ დახურეთ, გადააბრუნეთ და თბილი პლედი დააფარეთ. ასე დატოვეთ, სანამ სრულად არ გაგრილდება.
სიახლეები
- 5 ფრაზა, რომელიც, ფსიქოლოგების აზრით, მაღალი ინტელექტის ადამიანს ახასიათებს
- ბოლო 5 დღეში შსს-მ რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილე დააკავა
- "ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად"- ტრამპი
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
