რატომ უნდა ვატაროთ "უსაფრთხო ქუსლიანი" ფეხსაცმელი

უსაფრთხოდ ითვლება 5 სმ-მდე ზომის ქუსლი, ოპტიმალურად - 3 სმ. ქუსლი, რაც უფრო მაღალია, ესთეტიკურად ლამაზია, მაგრამ სახიფათო და მავნეა.

არაა სასურველი ნაადრევად მაღალი ქუსლების "გაცნობა". მოზარდ გოგონას სურს, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩონჩხი და მთლიანად ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე ფორმირებული არაა. არასწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის დეფორმაცია და სხვა პათოლოგიები.

 

შედარებით უფროსმა ქალბატონებმა არ უნდა დაივიწყონ ვარიკოზი. შეშუპება, ტერფებში ცვლითი პროცესების დარღვევა, კანჭის კუნთების კრუნჩხვა- წარმოადგენს არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის პირდაპირ შედეგს. მაღალქუსილიანი ფეხსაცმლის ტარებისას მთელი დატვირთვა მოდის ფეხის თითებსა და კოჭ-წვივის სახსარზე. ზიანდება მყესები. ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ფეხის დიდი თითის სახსრის დეფორმაცია Hallux Valgus. სხეულის ძირითადი მასა გადადის ტერფის წინა ნაწილზე, რის გამოც იგი იწყებს დამატებითი საყრდენი ზედაპირის ფორმირებას. ასეთ საყრდენად იქცევა გამრუდებული თითი და არაესთეტიკური კორძი.


ფეხსაცმელზე ქუსლი არათანაბრად ცვდება, ეს განგაშის სიგნალია. ფეხსაცმელი შეიძინეთ დღის მეორე ნახევარში, როდესაც ფეხი ნახევარ ზომით მეტია, ვიდრე დღის პირველ ნახევარში. ყველაზე მოხერხებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი 2 საათზე მეტ ხანს არ ატაროთ.

 

https://mkurnali.ge/

წაკითხვა 3151 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.