როგორ დავირბილოთ გამომშრალი ტუჩები

ტუჩებზე, ისევე როგორც კანზე, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა აისახება.


მოლურჯო ელფერი ხშირად გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებებზე მეტყველებს. სიმშრალე და ნახეთქები ვიტამინების, კერძოდ, B2 ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს. ჩვეულებრივმა ტუჩსაცხმა ზოგჯერ შეიძლება ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს. ანთებითი პროცესის განვითარებისას აუცილებელია ტუჩებზე ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა. თუ ანთება გახანგრძლივდა, ღამით ტუჩები უნდა გაიწმენდოს ზეთით და ძილის წიგვირილის საფენი გაკეთდეს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ტუჩები მუდმივად განიცდიაქარის, მზის, ყინვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედებას, საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.

 

მავნე ჩვევაა ტუჩების ლოკვა, მოკვნეტა. წითელი არშიის დაზიანება ხშირად
სიმშრალის განვითარებისა და ინფექციების გამომწვევებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. სიცივეში ხანგრძლივად ყოფნისას ლორწოვანი გარსისა და ტუჩების წითელი არშიის სისხძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება, ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და წვრილი ნახეთქები. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს, ამიტომ ეს ჩვევა უნდა მოიშალოთ.

 

წითელ არშიაზე მუდმივად უნდა წაისვათ კაკაოს ზეთი აჰიგიენური პომადა. ეს საშუალებები ანთების განვითარებას ეწინააღმდეგება, იცავს ტუჩებს და ეხმარება უკვე არსებული ანთებისას შეხორცების პროცესს. ტუჩებზე გლიცერინის წასმა არაა რეკომენდებული, რადგანაც ის კანის სიმშრალეს იწვევს.

 

ზოგჯერ ანთებითი რეაქცია ვითარდება მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობისას. თუ დროულად არ მიიღებთ ზომებს, სიმშრალე და აქერცვლა გადავა ქრონიკულ ანთებაში. ანთებითი პროცესის ასიმშრალის დროს არ შეიძლება ტუჩსაცხის ხმარება, საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ჰიგიენური ტუჩსაცხის ხმარება.

 

ქალებს, რომლებიც ტუჩსაცხს არ იყენებენ, ტუჩების წითელი არშია უნაოჭდებათ და უშრებათ. ეს განსაკუთრებით ხშირია მწეველ ქალებთან. ტუჩსაცხი არბილებს კანს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.

 

ძილის წიტუჩები უნდა გაისუფთაოთ, მოიცილოთ ტუჩსაცხი ზეთით, კრემით ამაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით. თუ მდგრად ტუჩსაცხს იყენებთ, სპეციალური საშუალებით ფრთხილად, ტუჩის კანის დაჭიმვის გარეშე უნდა გაიწმენდოთ ტუჩი. ამის შემდეგ წაისვით კრემი აბალზამი.

 

კვირაში ერთხელ ტუჩებიდამოიშორეთ მკვდარი უჯრედების ფენა. ამისათვის არსებობს სპეციალური პილინგი კრემის აჰიგიენური ტუჩსაცხის სახით. ანალოგიური ეფექტი შეიძლება მიიღოთ ცივ წყალში დასველებული კბილის ჯაგრისით ტუჩების რეგულარული მასაჟით. ეს პროცედურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც ტუჩები ხდება უფრო ელასტიკური და უმჯობესდება მისი ფერი. ტუჩების სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ბალზამის აკრემის რეგულარული გამოყენება. ისინი უნდა წაისვათ ფუძედ, ტუჩსაცხის ქვეშ და ძილის წიკანის დასარბილებლად. ამგვარი ეფექტის მიღება შესაძლებელია ნატურალური, შიდამზადებული ნიღბებითაც.

 

ტუჩების სიმშრალისას ტუჩსაცხის წასმამდე წაისვით ჰიგიენური, დამარბილებელი ტუჩსაცხი, მკვებავი კრემი, თაფლი აქაცვის ზეთი;
ტუჩების წითელი არშიის დამარბილებელი საცხი: ბორის ვაზელინი 1 ჩ/კ, აბუსალათინის ზეთი 1 ჩ/კ. ეს კრემი კარგად იცავს კანს და ანიჭებს მას ბრწყინვალებას. მისი წასმა შეიძლება დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ, ქუჩაში გასვლის ატუჩსაცხის წასმის წინ.
დახეთქილი ტუჩების განკურნება თაფლით შეიძლება. კვირაში 1-2-ჯერ გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი კბილის რბილი ჯაგრისითა და ორი წვეთი თაფლით. ის დაარბილებს ტუჩებს.
ტუჩების დატენიანების საუკეთესო საშუალება მცენარეული ზეთია (ნუშის, ზეითუნის, სიმინდის აქაცვის).
ტუჩების სირბილისა და კონტურის სიმკვეთრისთვის სველ რბილ ჯაგრისს დააყარეთ მცირე რაოდენობით მარილი და ფრთხილად გაიკეთეთ ტუჩების მასაჟი. მკვდარი უჯრედები მოშორდება, გააქტიურდება სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა. ამას გარდა, ყოველ საღამოს წაისვით ზეთოვანი A ვიტამინი.
ტუჩების სიმშრალისას რეკომენდებულია შემდეგი შემადგენლობის საცხი: კაკაოს ქონი 7 გ, ფუტკრის ცვილი 3 გ, მცენარეული ზეთი 10 გ.

 

რჩევები მოვლისთვის:

თაფლი. ყოველდღიურად წაისვით ტუჩებზე მცირე რაოდენობით თაფლი. მასში შემავალი ვიტამინები და ფრუქტოზა არბილებს და ათანაბრებს კანს;
ტუჩებს კარგად არბილებს ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირას ზეთი. გამოიყენეთ იგი ტუჩსაცხის წასმის წინ;
ტუჩები გაიწმინდეთ ლიმონის წვენით, რაც მას ჯანსაღსა და მოვლილ იერს მიანიჭებს;
კიტრის წვენი ტუჩებს ნაზსა და რბილს ხდის. წაისვით და გაიჩერეთ იგი სრულ შეწოვამდე;
ხაჭოს ნიღაბი ტუჩებს ათანაბრებს, დაიფარეთ სველი ხელსახოცი და გაიჩერეთ 10 წუთით;
სასარგებლოა ხაჭოს ნიღაბი არაჟნითა და სტაფილოს წვენით.

 

დაცვა - ფუტკრის ცვილის შემცველი ფანქარი აბალზამი მნიშვნელოვნად აღადგენს ტუჩის კანს. ზაფხულში უნდა გამოიყენოთ სპეციალური ტუჩსაცხი ულტრაიისფერი ფილტრით

.

დაბერებასთაბრძოლა - ტუჩის ირგვლივ მგრძნობიარე კანზე ადვილად წამოიქმნება ნაკეცები. ეს პროცესი შეიძლება შეჩერდეს სპეციალური საცხებით, რომლებიც აღმდგეკოსმეტიკურ საშუალებებს შეიცავენ.

 

ცოტა რამ ტუჩსაცხზე

ქალი, რომელიც რეგულარულად ხმარობს ტუჩსაცხს, წლის განმავლობაში ტუჩსაცხის ტუბს ჭამს. მასში შემავალი ნივთიერებები აღწევს ორგანიზმში, ამიტომ ტუჩსაცხის შემადგენლობა ძალიამნიშვნელოვანია.

 

ტუჩსაცხის დასამზადებლად გამოიყენება ბუნებრივი და სინთეზური ნივთიერებები.

 

დამატენინებელი ტუჩსაცხი - საკმაოდ ცხიმიანია და არა მარტო ღებავს, არამედ არბილებს ტუჩებს;

 

მკვებავი - კარგად იცავს ტუჩებს წლის ცივ პერიოდში. მდგრადი ტუჩსაცხი 8-12 საათი, სუპერმდგრადი კი 24 საათამდე ჩერდება ტუჩზე.

 

ჰიგიენური ტუჩსაცხი კარგად უვლის ტუჩებს და არ გააჩნია ნაკლი, გარდა იმისა, რომ ფერს არ აძლევს.

 

ტუჩის მბზინავი საცხი ქმნის სველი ტუჩების ეფექტს. მისი წასმა უშუალოდ ტუჩზე ატუჩსაცხზეა შესაძლებელი. ტუჩებს ანიჭებს სირბილეს.

 

ტუჩსაცხი გარემოს მავნე ზემოქმედებისაგატუჩის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. აუცილებლად წაისვით ქუჩაში გასვლის წინ. თუ არ სარგებლობთ დეკორატიული ტუჩსაცხით, გამოიყენეთ ჰიგიენური. ტუჩსაცხი წაისვით სუფთა კანზე. პროფესიონალები ტუჩსაცხის ფუნჯით წასმას გვირჩევენ. ასე არ დეფორმირდება კონტური, არ იჭიმება ტუჩის კანი და მაკიაჟიც თანაბრად ნაწილდება.

 

https://marao.ge/

წაკითხვა 2453 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.