იანვარი 23 2023 წაკითხვა 362 ჯერ

ის, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იანვარი 22 2023 წაკითხვა 336 ჯერ

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანვარი 21 2023 წაკითხვა 315 ჯერ

„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.  ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

იანვარი 21 2023 წაკითხვა 308 ჯერ

მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

იანვარი 21 2023 წაკითხვა 300 ჯერ

თურქეთი მზადაა, უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, - ამის შესახებ „უკრინფორმი“, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.

იანვარი 21 2023 წაკითხვა 306 ჯერ

არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდები“ - ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ მაიორმა ჯონ სპენსერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტეინში, უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გვერდი 102 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.