რუსეთი გადაიხდის საფასურს თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განიდევნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების დროს, რომლებსაც ბიძგი მისცა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა - იუწყება უფლებადამცველი ჯგუფი.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ყაზახეთში გადავიდნენ, კინოთეატრში ათევენ ღამეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.