კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ დადგება.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ბელარუსში ფასების ზრდა აკრძალა.
ტაილანდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სროლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა გახსნა.
ნატო გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ნატო გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე.