სომხეთმა მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ერაყს ბაღდადში საელჩოს შესაძლო დახურვის შესახებ აფრთხილებს, თუ აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სარაკეტო შეტევები არ შეწყდება.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.
აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე წვდომას ზღუდავს.
სომხეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების ინტენსიურ დაცხრილვას ყარაბაღში. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.