კიანუ რივზი რჩეულთან ერთად გამოჩნდა
55 წლის მსახიობმა, კიანუ რივზმა პირადი ცხოვრების ირგვლივ არსებულ ჭორებს ბოლო მოუღო და საჯაროდ გამოჩნდა თავის პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად.
ალექსანდრა გრანტი ხელოვანია, რომელიც ერთდროულადაა დაინტერესებული ხატვით, ფოტოგრაფიითა და კინოთი. კიანუ რივზს მასთან საკმაოდ დიდხნიანი მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს: გრანტმა გააფორმა რივზის ორი წიგნი თავისი ილუსტრაციებით - Ode to Happiness და Shadows, რომლებიც მსახიობმა 2011 და 2016 წლებში გამოაქვეყნა.
4 ნოემბერს Gucci-ის მიერ გამართულ LACMA Art + Film Gala-ს წითელ ხალიჩაზე ისინი პირველად გამოჩდნენ საჯაროდ, როგორც შეყვარებული წყვილი. მათი მეგობრობის შესახებ აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, რივზი და გრანტი აქამდე შესანიშნავად ახერხებდნენ კიდევ უფრო მეტი დეტალის მედიისთვის დამალვას.

ფოტო: Taylor Hill / Getty Images
კიანუ რივზის ერთგული გულშემატკივრებისთვის უკვე ცნობილია მისი სამომავლო გეგმების შესახებ: მსახიობი თავის საკულტო როლს კიდევ ერთხელ შეასრულებს მატრიცას მეოთხე ნაწილში, რომლის გადაღებაზეც ლანა ვაჩოვსკი უკვე მუშაობს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ფილმის პრემიერას დაველოდოთ.
on.ge
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
