,,თავს უშველე სიყვარულით და მშვიდობა თავად გამოგყვება” – ,,ოსკარის” გამარჯვებულმა ხოაკინ ფენიქსმა დაჯილდოებაზე გამორჩეული სიტყვა წარმოთქვა
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე ადამ დრაივერი, ლეონარდო დიკაპრიო, ანტონიო ბანდერასი, ჯონათან ფრაისი და ხოაკინ ფენიქსი იყვნენ წარდგენილნი.
სწორედ ამ უკანასნელმა მიიღო თავისი მეოთხე ნიმინაციისთვის პირველი ოსკარი. ხოაკინი ,,Baftas’’ დაჯილდოებაზე თავისი სიტყვით გამოირჩა, თუმცა მისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ,,ოსკარის’’ დიდი სცენიდან ჰუმანურობაზე ალაპარაკდა.

"ვფიქრობ, ყველაზე დიდი ნიჭი, რაც მე მიბოძეს, არის შესაძლებლობა, რომ უხმოთა ხმა გავაჟღერო" – თქვა ხოაკინ ფენიქსმა, ხოლო შემდეგ თავისი სიტყვა ამგვარად განაგრძო:
"იმ საკითხებზე ვფიქრობდი, რომელბსაც კოლექტიურად ყველანი ვაწყდებით ხოლმე. ვფიქრობ, როდესაც გენდერსა და თანასწორობაზე ვსაუბრობთ, ან რასიზმზე, უმცირესობების უფებებზე, ან ცხოველების უფლებებზე, ჩვენ ვსაუბრობთ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლაზე რწმენასთან, რომ ერთ ერს, ერთ ხალხს, ერთი რასას, ერთ გენდერს, ან ერთ სახეობას არ აქვს დომინანტობის უფლება."
ხოაკინ ფენიქსმა ისაუბრა ცხოველებთან მოპყრობის საკითზეც და მკაცრდა გააკრიტიკა ჩვენი მათდამინდამოკიდებულება. გამოსვლა კი ცრემლიანმა ხოაკინ ფენიქსმა იმ ტექსტიდან ამონარიდით დაასრულა, რომელიც მისმა ძმამ 17 წლის ასაკში დაწერა: "თავს უშველე სიყვარულით და მშვიდობა თავად გამოგყვება."
სიახლეები
- თიანეთში, ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- როგორი ამინდი იქნება 24 მაისის ჩათვლით | გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
- პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება
- იტალიაში, მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- პაკისტანში, სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა | არიან დაშავებულებიც