ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის
ბრედ პიტის ადვოკატებმა ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
მას მეურვეობის საქმის განზრახ გაჭიანურებაში ედება ბრალი. ცოტა ხნის წინ, ანჯელინა ჯოლიმ პირადი მოსამართლის განთავისუფლება მოითხოვა, რომელიც განქორწინების პროცესს განიხილავს. პიტის ადვოკატების თქმით, ჯოლის ქმედების მიზანი სასამართლო პროცესის დროში გაჭიანურებაა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვებს.
გამოცემა People ჯოლის ქმედებებს "თავდაცვის მცდელობას" უწოდებს, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა პიტის სასარგებლოდ გამოიტანონ.
ჯოლის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოსამართლის გათავისუფლების მიზანი მისი და ბრედ პიტის ნაცნობობაა. ამის საპასუხოდ პიტმა განაცხადა, რომ იმავე მოსამართლემ 2014 წელს მათი ქორწინება დაარეგისტრირა და რომ მას ჯოლიც იცნობს.
ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ, აქედან სამი საკუთარი, ხოლო სამი ნაშვილები. 2016 წელს, წყვილის დაშორების შემდეგ პიტს ნაშვილები შვილის - მადოქსის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაედო ბრალად. ანჯელინა ჯოლიმ ბავშვებზე სრული მეურვეობა მოითხოვა.
სიახლეები
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს.'- ბერდია სიჭინავა
- ,,სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას''- ვიქტორ ჯაფარიძე
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს'' - ბერდია სიჭინავა
- "შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა -'' გია ხუხაშვილი „იმედის ბანკზე“
- სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
