ციხის კადრების ავტორ ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 00:00ციხის კადრების ავტორ ლადო ბედუკაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. ფაქტს წინ ორ მხარეს შორის კონფლიქტი უძღოდა.
გამოძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი მათ კლინიკაში დღეს ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა უკვე ბინაზე გაეწერა.
„მისი მდგომარეობა ადეკვატური იყო, რადგანაც შემდგომი მკურნალობისა და ექიმის კონსულტაციისთვის ბინაზე გაეწერა“, - განაცხადეს კლინიკაში.
არსებული ინფორმაციით, ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა.