როგორია ინფლაციის დონე პანდემიის დაწყებიდან დღემდე
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ქვეყანაში ინფლაციის დონის ცვლილება მიმოიხილა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყოველთვიური ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიურ ჭრილში საშუალოდ 9.3%-ით იზრდებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს წლიურ ჭრილში ფასები გაიზარდა თითქმის ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე. ასევე გაიზრდა სურსათზე დანახარჯების წილი შინამეურნეობების მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში, 43%-დან 2019 წელს 47.4%-მდე 2020 წელს. სურსათის ფასების ინდექსის (FPI) თანახმად, 2021 წლის აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები მკვეთრად, 16.2%-ით გაიზარდა 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ.
საქსტატის თანახმად, 2021 წლის აგვისტოში ფასები გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ყველა ქვეჯგუფში: ზეთი და ცხიმი (+43.9%); ბოსტნეული და ბაღჩეული (+42.2%); რძე, ყველი და კვერცხი (+17.3%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (+16.9%); პური და პურპროდუქტები (+13%); თევზეული (+11.9%); მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (+11.5%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (+8.3%); ყავა, ჩაი და კაკაო (+6.8%); ხილი და ყურძენი (+5.4%).

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში ინფლაციის კლებას პროგნოზირებს.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
