2021 წლის ბოლოს საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მილიონი დოლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 67.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ს 116.8 პროცენტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ცნობთ, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი – 74.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
„სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 57.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.0 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 954.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503.0 მლნ აშშ დოლარი და 1.2 მლრდ აშშ დოლარი. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი. მთლიანი საგარეო ვალის 90.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ–ს 71.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია, რაც მშპ-ს 33.9 პროცენტია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 5.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 6.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 954.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 483.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს