"უნდა დავაჩქაროთ და რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები"
ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და საქართველოში, რაც შეიძლება მეტი ჰესი ავაშენოთ, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობისთვის ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, საბოლოო მოდელის შემუშავება მიმდინარეობს და მომავალ კვირას პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ბიზნესს კონკრეტულ შეთავაზებათა პაკეტს წარუდგენენ.
"ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებით ინვესტიციების მოზიდვა. ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ და ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის, თუ დიდი ჰესები. ამის თაობაზე მე დავავალე ეკონომიკის მინისტრს, ასევე ფინანსთა მინისტრს. უახლოეს რამდენიმე დღეში საბოლოო მოდელს წარმოგიდგენთ და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშუალება, რომ ეს შეთავაზება ბიზნესს გავუკეთო, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის სუბიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.
ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე გვეზრდება. მოხმარება იზრდება. ამ დროს გენერაცია მოთხოვნისას და მოხმარებას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას, ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას, ამიტომ ამ მიმართულებით, მომავალ კვირაში გვექნება პრეზენტაცია და ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს წარვუდგენთ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს