იანვარ-აპრილში ექსპორტი 32.8%-ით, იმპორტი კი 33.7 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 253.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (32.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 3 666.2 მლნ. აშშ დოლარს (33.7 პროცენტით მეტია).
როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2 078.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
„2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები132.0 მლნ. აშშ დოლარით (8.3 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2022 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"
- "რაც მეტია ზრუნვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ნაკლებია ზრუნვა ღვთის სასუფეველზე, მატერიალური სიკეთეები იკლებს, რაც მეტია ღვთის სულიერება, მით მეტია მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერებაც"
- "ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეცვლის ჩვენს პოზიციას რეჟიმთან ართანამშრომლობაზე"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს