„ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად“ - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

„ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში“ - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

გიორგი თოდუას თქმით, თუ აგრო ვადების დაცვა და სწორი წამლობა მოხდება, ისეთი მოსავლის მიღება, რომლის ფასი 7-9 ლარია, პრობლემას არ წარმოადგენს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ თხილის ფასი ბოლო დროს შემცირდა, განწყობა კვლავ შეიძლება ითქვას, რომ საბრძოლოა სეზონის დაწყების წინ. ფაროსანა ისევ რჩება პრობლემად არა მხოლოდ თხილის სექტორში, ზოგადად აგრონომიაში. წამლობები მიმდინარეობს, თვეზე ნაკლები დარჩა და ჩვენ, მოსავალს მივიღებთ. დადებითი მოლოდინი გვაქვს იმ სიძნელეების მიუხედავად, რაც დღეს ბაზარზე არის.

 

ფერმერების გულისწყრომა ფასის ნაკლებობა გამოიწვია და ეს გასაგებია, მაგრამ ყველა უნდა ვმოტივირდეთ მეტ ხარისხზე. მინდა, აქედანაც მივმართო ათი ათასობით ფერმერს, ხარისხიანი თხილის რეალიზაციის პრობლემა 7-9 ლარად უახლოეს წლებში არ იქნება. ამას უნდა მივაღწიოთ, რომ ხარისხი იყოს მაღალი“, - განაცხადა თოდუამ.

 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, თხილის წარმოება 2-ჯერ გაზარდოს.

 

„2016-2017 წელს ფაქტობრივად, არ იწარმოებოდა თხილი დასავლეთ საქართველოში და ეს ცხადია აისახა ექსპორტზეც. კახეთში კი, მაშინაც იყო თხილის მოსავალი, რადგან ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა. უნდა აღინიშნოს, რომ კახური თხილი გამოირჩევა ხარისხით და კახელი ფერმერები ზედმიწევნით იცავენ აგრო ღონისძიებებს. ამ დიდი ჩავარდნის შემდეგ, ,,თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ბოლო 2 წელში ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო საშუალო და კარგი მოსავალი, ანუ თხილის გადარჩენა მოხდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვმუშაობთ თხილის გადარჩენიდან, თხილის ხარისხის მაღალ დონემდე აწევამდე მივიდეთ. დღეს, საქართველოში 70 000 ტონა თხილი იწარმოება, თუმცა ორჯერ მეტის პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ ,,საქმეში“.

წაკითხვა 392 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.