საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა
საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვების გაზრდაზე თანხმობა განაცხადა.
გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შეხვედრას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Insider არაბული ქვეყნების ლიდერების სამიტზე პრინცის სიტყვით გამოსვლაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საუდის არაბეთის პრინციპი მაჰმუდ ბინ სალმინი დათანხმდა ნავთობის მოპოვების გაზრდას დღეში, დაახლოებით, 4 მილიონი ბარელით - ანუ 13 მილიონ ბარელამდე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის როგორც ენერგომწარმოებლის მნიშვნელობა რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ გაიზარდა, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
